"ჰალის" კარგი სტარტი - შოთას გუნდმა "ნორვიჩს" სძლია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მესამე ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „ჰალ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე „ნორვიჩი“ 2:1 დაამარცხა.

ლიგის თასზე სტუმრად „ბრედფორდთან“ 1:2 წაგების შემდეგ, არველაძემ ძირითად შემადგენლობაში 6 ცვლილება განახორციელა, "ჰალმა" დღევანდელი მატჩი კარგად ჩაატარა და კოლუმბიელი თავდამსხმელის ოსკარ ესტუპინანის დუბლით გაიმარჯვა.

„ჰალმა“ პირველ 3 ტურში 7 ქულა მოიპოვა, ჯერჯერობით ლიდერია და 16 აგვისტოს გასვლაზე „ბარნლის“ დაუპირისპირდება.

ჰალი.“MKM სტადიუმი“. 17 028 მაყურებელი
ჰალი - ნორვიჩი 2:1
გოლები: 1:0 ესტუპინანი (43), ესტუპინანი (62), 2:1 ნუნიესი (72)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ვულოცავ შოთის, 3 ტურში 7 ქულა ძალიან მაგარი შედეგია! იმედია პრემიერლიგაში ერთად ვინერვიულებთ:) თუმცა ასე უბურთოდ თამაში სავარაუდოთ ძალიან გაჭირდება, თითქოს გამართლებაზე და შემდეგ გაძლებაზე თამაშობს ჰალი. წარმატებები შოთის და ყველა ქართველს!!!
იღბლიანი
21:32 13-08-2022
1
"სამწუხაროა ძალიან"! რამდენ ჭეშმარიტ ქართველს დასწყდა გული :-/
შოთას ვულოცავ
20:27 13-08-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული