კვარას მარტო ზღაპრული ფეხები კი არ აქვს - გოლი სტეფან კარის ჟესტით აღნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლიმ" სტუმრად "ვერონა" 5:2 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. გოლი მან "გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავის სტეფან კარის საფირმო ჟესტით აღნიშნა - "ღამე მშვიდობისა".

ნეაპოლური კლუბის საიტი აღფრთოვანებულია გამარჯვებითა და ოფიციალურ მატჩში ქართველის დებიუტით:

"ვერონაში წარმოჩნდა კვარას ტალანტი, ოსიმენის ძალა, ზიელოს (ზელინსკის) სისწრაფე, ლობოს (ლობოტკას) პროგრესია და პოლიტანოს გაციმციმება. სეზონის სტარტზე აგვისტოს საღამოს ცეცხლი დაანთეს. კვარაცხელიამ აჩვენა, რომ მარტო ზღაპრული ფეხები კი არ აქვს, არამედ თავურით ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა. მეორე
ტაიმში კი ნახევარ საათში "ლაჟვარდოვნთა" შოუ ვიხილეთ. სეზონის დასაწყისი გამაოგნებელია, ვერონაში პირველი სიმფონია - შთამბეჭდავი. თუ კიდევ უნდა თავი შეგვაყვარონ, პირველი ნაპერწკალი უკვე აკიაფდა და გულის სიღრმეში ცეცხლი დაანთეს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
შენც, ტკბილ ძილს და კარგ სიზმრებს გისურვებთ ხვიჩიკო!
მაგარი ხარ ხვიჩა!
10:58 16-08-2022
0
ქართული ფეხბურთის ზეინი
ჯიმა
04:09 16-08-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული