სპალეტი: კვარაცხელია უფრო უკეთესი გახდება - რატომ შევცვალე?

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში გასვლაზე "ვერონასთან" მოგებულ მატჩში (5:2) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა.

"მე ვნახე მტკიცე ხასიათის გუნდი და ძალიან მინდოდა სეზონის მაქსიმალური შედეგით დაწყება. როდესაც თამაშს წარვმართავთ, ტემპის მომატება გვჭირდება, რათა წინ წავიწიოთ და უპირატესობა გამოვიყენოთ.

ლობოტკა დღეს ინსინიესავით მოქმედებდა, საოცრად ითამაშა და სახელმძღვანელო გოლი გაიტანა. იგივე ითქმის ზელინსკიზე. მან გოლი 50-მეტრიანი დრიბლინგიდან გაიტანა. მთელი გუნდი ბრწყინვალედ გაისარჯა.

კვარამ თავისი კლასი გვაჩვენა, თუმცა პირველ
ტაიმში მეტად შეეძლო თამაშზე გავლენის მოხდენა. სრულყოფილი ფეხბურთელია, შესანიშნვად იასპარეზა და უნდა გითხრათ, ისიც აღელვებული იყო. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი გახდება.

ჩინებული შემოქმედებითი ფეხბურთი ვაჩვენეთ, ვულოცავ ბიჭებს, მათი მადლობელი ვარ, იცოდნენ, საუკეთესოდ როგორ უნდა ეთამაშათ. მატჩისთვის ერთი კვირის განმავლობაში კარგად მოვემზადეთ.

ლამაზი გოლები გავიტანეთ, მოედანზე ხარისხი და ინდივიდუალიზმი დავინახე. ამ ბიჭების მჯერა და მშვიდად ვარ. თუ ისევე როგორც დღეს, გულშემატკივრები მხარს დაგვიჭერენ, შეგვიძლია ვიმხიარულოთ. ნეაპოლელებმა იციან, ამ გუნდის მაისურს აწერია სიტყვა - "ვნება", - ციტირებს სპალეტის კლუბის საიტი.

სპალეტიმ აგრეთვე აღნიშნა, რომ დიდებული ტექნიკის მქონე ქართველს კუნთი დაეჭიმა და ამიტომ შეცვალა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
კვარა, არ გაჩერდე,სლუცკის სიტყვები მახსენდება შენზე ,"ამ ბიჭს ზედა ზღვარი არა აქვსო. მასე გააგრძელე შენ თავზე მუშაობა, შენ ფეხბურთს და საქართველოს ეკუთვნი, " გვატრიპაჩე" კარგი გაგებით, მთელი საქართველო ნაპოლის გულშემატკივარი გახდა ,გენაცვალე სულში....................
საბურთალო
00:45 16-08-2022
0
ბავშვობიდან ვარ მილანის გულშემატკივარი. 21 წელია მილანს ვგულშემატკივრობ და წინა სეზონის ჩემპიონობა გამისწორდა მაგრად. ხვიჩა მეგობარო ისეთი რამ გააკეთე დღეს შენ რომ ამ სეზონში რომ ჩემპიონები გახდეთ უფრო მაგარი გამისწორდება. ღმერთი შენსკენ მასე გააგრძელე შენ გენაცვალე. სიტყვები არ მყოფნის. მეორე თამაშში უარესები გააკეთე და თან მეზობლები მიჩივლებენ ან გამასახლებენ აქედან (ავიტან ორივეს) :დ
roma bejanidze
01:11 16-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული