"ხვიჩას მოძულე შოვინისტებო, გამოძვერით სოროებიდან" - კვარაცხელიას რუსმა ფანებმა კრიტიკოსებს შეუტიეს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში ჩინებულ დებიუტს რუსულ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია - ქართველის ფანებმა მის კრიტიკოსებს შეუტიეს. გთავაზობთ sports.ru-სა და championat.com-ზე გამოქვეყნებულ ყველაზე საინტერესო კომენტარებს:

- რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეუძლია, მაგრამ თქვენს ლიგაში ცალი ფეხით ყველას მოატყუებს.
- სად არიან ახლა ყველა ის ჰეითერები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ის მორბენალუკაა?! ყველა ამხანაგურ მატჩს ვუყურე და პრაქტიკულად ყველაში საუკეთესო იყო. რეალურად ძალიან კარგი მოთამაშეა.
- ირბინა ჩვენს ჭაობში ბურთით, ახლა კი სწორ მოედნებზე უფრო მეტის შექმნაც კი შეუძლია.
- დებიუტი კი არა ზღაპარია, რომელზეც ყველა ფეხბურთელი იოცნებებდა!!! მთავარია ახლა ტემპს არ მოუკლოს. წარმატება ხვიჩა. სპორტულად ავია და ფეხბურთზე დამშეული. დიდი ხანია ასეთი არ მინახავს.
- ნეაპოლისთვის ახალი მარადონა გახდება. ეს იქნება ნომერი.
- საოცარი დებიუტია, უკეთესის მოგონებაც კი შეუძლებელი იყო. ასეთ შემტევ გუნდში თავს ისე იგრძნობს, როგორც თევზი წყალში.
- აქ ისეთი შემთხვევაა, როგორც ამჟამინდელ "სპარტაკში". დითირამბების სიმღერა ადრეა, თუმცა ყოჩაღ. კარგად დაიწყო.
- "კრასავჩიკ". ვფიქრობ, იტალიაში ცეცხლს დაანთებს.
- სიახლე კარგია, მაგრამ რუსული არაა.
- და როგორი მოთამაშე წაიყვანეს უფასოდ. ფიფა შენი...
- ჯერ ამბობდნენ, ეს მორბენალუკა ევროპაში არავის სჭირდებაო, მერე კოკორინივით გახდებაო, ახლა რას იტყვიან? ხვიჩა "ნაპოლიში" ისევე ლაღად და ლამაზად თამაშობს, როგორც "რუბინში".
- ახლა იტყვიან, რომ წარუმატებელია და ვერასოდეს ვერ მოიპოვებს "ოქროს ბურთს".
- მახსოვს ხვიჩას მისამართით აქ ავი კომენტები, როდესაც სათამაშოდ სამშობლოში, ბათუმში წავიდა, როცა პირველი ცნობები გავრცელდა, რომ შეიძლებოდა "ტოტენჰემში" ან "ნაპოლიში" გადასულიყო. ექსპერტები წერდნენ, რომ ეს ხვიჩას აგენტის მოგონილი იყო და მაქსიმუმ საქართველოს მოედნებზე თამაში ელოდა. ამ კომენტებმა ძალიან ბევრი პლუსი მოაგროვა და ახლა კითხვა აღიძვრება - სად ხართ ეს ექსპერტები, რომლებიც ამ წინასწარმეტყველურ პროგნოზებს ტოვებდით და ამ პროგნოზებს პლუსებს უწერდით? მგონია ეს პროგნოზისტები, რომლებიც ხვიჩას კარიერას დასრულებულად მიიჩნევდით, "ბარსელონას" გაბანკროტებას წინასწარმეტყველებთ )))
- ეს როგორ გამოდის, მე აქ sports.ru-ზე ვკითხულობდი, რომ ხვიჩა არავინაა და ჰქვია მას არავინ.
- ხვიჩას ჰეითერები სოროებში დაიმალენ. გამოძვერით.
- ხვიჩა მაგარია, მხოლოდ ბრმას შეეძლო ეს არ დაენახა. მით უმეტეს "პერსპექტიულ" ჩალოვზე 3 წლით უმცროსია. ნამდვილი შოვინიზმი, ხომ არ შეიძლება ქართველი ისეთი მაგარი ფეხბურთელი იყოს, როცა ჩვენთან ყველანაირი ხის ბაკაევები ნაკრებში თამაშობენ.
- ლეო სლუცკერის განავალფეხბურთის შემდეგ ათამაშდა. როგორც იქნა, ნორმალურ მწვრთნელთან მოხვდა.
- ტყუილად კი არ იგინებოდა დედას სიომინი, როცა ის გაუშვეს.
- სად არიან ახლა ის კაცთმოძულენი, რომლებიც ხვიჩას დასცინოდნენ? კვარა შესანიშნავია!
- სადაა ის ხალხი, რომლებიც იცინოდნენ და ამბობდნენ, რომ ხვიჩა "ნაპოლიში" ვერასოდეს ვერ მოხვდებოდა და თუ მოხვდებოდა, ვერ ითამაშებდა?!
- ხვიჩა იქ იყავი, მალე კოკორინივით იქნები. ის გადაფასებული ფეხბურთელია.
- "კრასავა". ძალიან მიხარია მის გამო. მორიგი დადასტურება, რომ დიდი მოთამაშეა.
- და სად ხართ ისინი, რომლებიც ამტკიცებდით, რომ ხვიჩა იტალიაში ვერ გაქაჩავდა?
- ბათუმის "დინამოში" გადასვლის შემდეგ ხვიჩას რომ დასცინოდით, სად ხართ?)
- "კრასავა"! ტალანტი ყველგან ტალანტია!
- ხვიჩა - ის "ნაპოლიშიც" ხვიჩაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
იძებნება ვახო სანაია. დანიშნულება - მაგრად უნდა ამოვტენო. მიზეზი - არაკომპეტენტურობა სპორტში და ქართველთმოძულეობა! FORZA ხვიჩა!
REAL MADRID
16:57 17-08-2022
1
სიომინი გიჟი კი არ იყო,რომ გავიგე გაუშვეს ცრემლები კი მორევია თვალზე და ისე ეჩვენებოდა თურმე დირექტორს,გემუდარებით ეგ ბიჭი მაგარი ტალანტიაო და იქნებ შევინარჩუნოთ რამენაირადო.
კახა ქ.
20:26 16-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული