კუნთის დისკომფორტის შემდეგ კვარაცხელიამ ივარჯიშა - სპალეტი უკვე იღიმის

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში "ვერონას" დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს "ნაპოლის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზში მსუბუქად დაიტვირთენ, გუშინ კი კლუბის ბაზაზე ივარჯიშეს. ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც კუნთის მცირე დისკომფორტის გამო პირველ შეხვედრაში შეცვალეს, ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ DAZN-ის ეთერში განაცხადა, რომ ხვიჩა აღმერთებს 77 ნომერს, თავიდანვე უნდოდა ამ ნომრის აღება, მისგან ბევრს ელიან, რამეთუ ლორენცო ინსინიეს შემცვლელად მივიდა.

მთელი იტალიური სპორტული მედია ქართველის დებიუტს წარმატებულად მიიჩნევს. აი, რას წერს
Punto Informatico: "დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონ
ევროდ შეძენილი ხვიჩა კვარაცხელიას თამაში. გოლი, საგოლე გადაცემა, არაორდინალურად ზეიმი - ასე წარმოჩნდა ქართველი თავდამსხმელი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ტალანტია. ცხადია, ჯერ ძალიან ადრეა შამპანურის გახსნა, თუმცა როგორც იტყვიან, კეთილი დილა დილიდანვე ჩანს და სპალეტი უკვე იღიმის".

21 აგვისტოს, მეორე ტურში "ნაპოლი" "მონცას" უმასპინძლებს და კვარაცხელია პირველად ითამაშებს დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე.

alt"სანტა ლუჩია" სპეციალურად ხვიჩასთვის [VIDEO]

alt"ხვიჩა და ინსინიე ერთმანეთისგან სრულად განსხვავდებიან, ქართველი ნამდვილი ბრილიანტია" - ანტონიო კასანო

altკვარაცხელია სერია A-ს პირველი ტურის სიმბოლურშია!

alt"ეს ჩვენი ქვეყნისთვის დღესასწაული იყო" - შოთა არველაძის ვარაუდი, თუ რამდენ გოლს გაიტანს "კვარა" მიმდინარე სეზონში

altკვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული