სოციალურ ქსელებში მორიგი გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" კარში გატანილი გოლი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა. საინტერესო ისაა, ასეთ ჭორს მომხრეები და მოწინააღმდეგეები მაშინვე რომ გამოუჩნდებიან. "ნაპოლის" ფეხბურთელს ახლა მხოლოდ თამაშზე კონცენტრირება სჭირდება, რისი შესაძლებლობაც არ ეძლევა, თუმცა ხვიჩა მას მაინც წარმატებით მოახერხებს. ტელეკომპანია "იმედი" კვარაცხელიას საფეხბურთო აგენტის, მამუკა ჯუღელის კომენტარს ავრცელებს, რომელიც სწორედ ამ ამბავს ეხება:
"ტყუილია ეს ინფორმაცია. ხვიჩა საერთოდ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხვიჩა სად ნახავდა ან სანდრა რულოვს ან სააკაშვილს, ათი წლის იყო მაშინ.
ამ რაღაცებს ვინც იგონებს საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება."
კვარაცხელია და "ნაპოლი" მორიგი მატჩისთვის ემზადებიან - 21 აგვისტოს "მონცას" უმასპინძლებენ.
კუნთის დისკომფორტის შემდეგ კვარაცხელიამ ივარჯიშა - სპალეტი უკვე იღიმის
კვარაცხელიას აღნიშვნის "ქართული" თარგმანი და ხვიჩა დი მარიას გზაზე?!
ხვიჩას არც ივანიშვილოვი აინტერესებს, და არც სააკიანი.
იქნებ ეგ სუფთა ადამიანი მაინც დავიცვათ ამისგან. არაფერს არ თხოვს ის თავის ქვეყანას, უბრალოდ ფეხბურთს თამაშობს და ამით ცხოვრობს. ყველანაირი კრიტიკა გასაგებია, იქ ვერ დაარტყა, აქ ცუდად ითამაშა და ასე შემდეგ, რამდენიც გინდათ წერეთ, უბრალოდ პოლიტიკური იარლიყების მიწეპებას თავი დაანებეთ რა :(
რათქმაუნდა ჩვენთვის მიუღებელ პოლიტიკოსებსაც აქვთ უფლება ფეხბურთი უყვარდეთ, გახარიამაც დაწერა ხვიჩაზე საქებარი პოსტი და მელიამაც, მათ ფეხბურთის სიყვარულს ვერ აუკრძალავ და ვერც პოსტის დაწერის უფლებას შეუზღუდავ, უბრალოდ შავი პიარის აგორება და ამ ბიჭისთვის რომელიმე პარტიისთვის მიკუთვნება არის დანაშაული და იქნებ გავცდეთ როგორმე ამ ჭაობს. ეგ ადამიანი ყველა პარტიაზე დიდია და თვითონ პარტიების წარმომადგენლები უნდა უფრთხილდებიდნენ, რომ რაიმენაირად პოლიტიკასთან არ დააკავშირონ, იმიტომ რომ ფეხბურთელი ყველა იდეოლოგიის ადამიანისთვის უსაყვარლესია და ასე უნდა დარჩეს!!
არცერთ ვარიანტში არ იმსახურებს ელემენტარული დისკომფორტი იგრძნოს საკუთარი ქვეყნისგან ამის გამო.
უბრალოდ თავი დაანებეთ!
არავინ გაძალებთ მის სიყვარულს, უამრავი მაგარი ფეხბურთელია, ვინც არ მიყვარს მაგრამ შავ პიარს არ ვუგორებ. იქნებ მოითმინოთ ეგ დისკომფორტი, რაც მისი არსებობის გამო გაქვთ და ცოცხლად არ შეჭამოთ!