ხვიჩა კვრაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებულ დებიუტს უკვე ინგლისში გამოეხმაურენ, ჯერ "დეილი მეილმა", ახლა კი Liverpool.com-მა მიუძღვნა წერილი. გამოცემა "ლივერპულს" ურჩევს ყურადღება მიაქციონ ქართველს:
სულ მალე შემდეგი მოჰამედ სალაჰი გამოჩნდება და ჯულიან უორდი (სპორტული დირექტორი) და "ლივერპული" მას უნდა დააკვირდნენ
მაიკლ ედვარდსმა (ყოფილი სპორტული დირექტორი) ფურორი მოახდინა, როდესაც "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი მოიყვანა და ამ სეზონში ჯულიან უორდმა შეიძლება პოტენციური სატრანსფერო სამიზნე სერია A-ში აღმოაჩინოს. ისევე როგორც თავის დროზე სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს იტალიაში სახელის მოპოვებას. ამ ზაფხულში თავისი დანიშნულების პირველი ადგილი ნეაპოლი
გახდა, სადაც მომხიბლავმა ქართველმა მაშინვე საუცხოოდ დაიწყო ახალი კარიერა.
კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას ფიფას წესით ისარგებლა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც იტალიაში გადაბარგდა. თავი დააღწია რა რუსეთის ლიგის ბორკილებს, სადაც დააბრმავა მეტოქეები, საქართველოში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნაპოლიში" კი სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფეთქებადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მეურვეებს გასცდეს, ბურთის ფლობისას მეტოქეთათვის მოუხელთებელია. ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში საჯარიმოსთან და და საჯარიმოში (ბურთზე ექვსი შეხებით) სახიფათო მოქმედებით მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
შეუძლია ორივე ფლანგზე და ცენტრში იმოქმედოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლისაა, მაგრამ დრიბლინგი და თამაშის პოზიციური უნარი იურგენ კლოპისთვის არქეტიპულ თავდამსხმელად აქცევს, რომელიც იდეალური ერთობლიობაა ლუის დიასის ერთი-ერთზე თამაშისა და მოჰამედ სალაჰის მოედნის ბოლო მესამედზე გავლენის მოხდენისა".
ეს უკვე ცოტა ზედმეტიცაა :) ანუ უკვე ჯერ ლივერპულ.ქომი იტყუება
8 მცდელობიდან 0 წარმატებული დრიბლინგი ქონდა.
14-იდან 2 წარმატებული მიწაზე დუელი (საჰაერო 1-იდან 1 წარმატებული)
19 დაკარგვა
თამაშს ვუყურე და გოლი და საგოლე პასი, რომ არ ჩავთვალოთ ძალიან სუსტი ფეხბურთი აჩვენა თავის ნიჭთან და უნარებთან შედარებით. (ხვიჩას თამაშების 80-90% მინ ნანახი მექნება რაც რუსეთში, ბათუმში და ნაპოლიში უთამაშია (ნაკრებებზე აღარც ვლაპარაკობ :დ )
მე ის არ მესმის, ეს ტყუილი რაღა საჭირო იყო ? ან გადათარგმნისას აღგენიშნათ მაინც, რომ არასწორი სატისტიკაა (მეორე მოცემულ სტატისტიკას როგორღა ვენდო ? )
ასევე სათქმელია, რომ რამდენიმე უაზრო მომენტში დაკარგა ბურთი (სხვებისგან დიდად არ მახსოვს, ანუ ამ დონეზე მსგავსი შეცდომები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს - თან აუცილებლად დაიყვანს).
ნერვიულობის გამო იქნება, ხვიჩას იმედი ყოველთვის მქონდა მთავარია განვითარების გზაზე სტაბილურობის მაქსიმალურ დონეს მიაღწიოს და მერე ნამდვილად დიადი ფეხბურთელი იქნება.
პ.ს აქ კი შეეშალა ლივერპულელ ბლოგერს, მაგრამ რამდენიმე თამაშში ველოდები 80%-იან წარმატებულ დრიბლინგებს 5+ რაოდენობით
იდეალური დასაწყისი ქონდა, მაგრამ არც გაღმერთება და რეალობაზე თვალების დახუჭვა არაა საჭირო !
უკვე სტატისტიკის გაბუქებაც, რომ დაიწყეს გამაღიზიანებელია ! არაფერში არ ჭირდება - ჯობს რეალურად შევხედოთ სიტუაციას და ნუ ელოდებით რომ ყველა თამაშში გაიბრწყინებს და დაგლიჯავს ყველას.
ზურა222 შედი სოფასქორ.ქომ-ზე გადადი 15 რიცხვზე და ნახეთ კვარას ინდივიდუალური სტატისტიკა.
Acc. passes
20/24 (83%)
Dribble attempts (succ.)
8 (0)
Ground duels (won)
14 (2)
Touches
50
Possession lost
19
აჰა სქრინშოთიც - https://imgur.com/BQfgiMp
მოეშვით ვარდისფერი სათვალეებით აქეთ იქით ყურებას !
კი გავაშა, მეც ვამბობ და სტატისტიკაც ამბობს მაგას, კაცს ვერ გაცდა (არც არის აუცილებელი - მაგალითად ოსიმენს 0 დრიბლინგის მცდელობა ქონდა, შესაბამისად ეგეც ვერ გაცდენილა კაცს, მაგრამ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ) და ეხა შავზე თეთრს, რომ მიმტკიცებ ცოტა სასაცილოცაა (აქ უკვე კაცის გაცდენაზე და თამაშის ყურება არ ყურებაზე, რომ მიდგა საქმე).
პ.ს ერთი ზედმეტი არ დამცდენია ხვიჩაზე ცუდი პერიოდები როცა ქონდა, თავისი ანტიპიარებით რუსეთის გამო ან უბრალოდ ჩავარდნილი თამაშების გამო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდი, რომ მაგ ბიჭს სტაბილურობა ჭირდება !