Liverpool.com: კვარაცხელიამ რუსული ლიგის ბორკილებს თავი დააღწია - კლოპისთვის არქეტიპული იქნება

AutoSharing Option
ხვიჩა კვრაცხელიას "ნაპოლიში" წარმატებულ დებიუტს უკვე ინგლისში გამოეხმაურენ, ჯერ "დეილი მეილმა", ახლა კი Liverpool.com-მა მიუძღვნა წერილი. გამოცემა "ლივერპულს" ურჩევს ყურადღება მიაქციონ ქართველს:

სულ მალე შემდეგი მოჰამედ სალაჰი გამოჩნდება და ჯულიან უორდი (სპორტული დირექტორი) და "ლივერპული" მას უნდა დააკვირდნენ

მაიკლ ედვარდსმა (ყოფილი სპორტული დირექტორი) ფურორი მოახდინა, როდესაც "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰი მოიყვანა და ამ სეზონში ჯულიან უორდმა შეიძლება პოტენციური სატრანსფერო სამიზნე სერია A-ში აღმოაჩინოს. ისევე როგორც თავის დროზე სალაჰი, ხვიჩა კვარაცხელიაც ცდილობს იტალიაში სახელის მოპოვებას. ამ ზაფხულში თავისი დანიშნულების პირველი ადგილი ნეაპოლი
გახდა, სადაც მომხიბლავმა ქართველმა მაშინვე საუცხოოდ დაიწყო ახალი კარიერა.

კვარაცხელიამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისას ფიფას წესით ისარგებლა და ბათუმის "დინამოში" გადავიდა, საიდანაც იტალიაში გადაბარგდა. თავი დააღწია რა რუსეთის ლიგის ბორკილებს, სადაც დააბრმავა მეტოქეები, საქართველოში 11 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. "ნაპოლიში" კი სადებიუტო შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფეთქებადი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მეურვეებს გასცდეს, ბურთის ფლობისას მეტოქეთათვის  მოუხელთებელია. ვერონაში დრიბლინგის 10 მცდელობიდან 8 წარმატებული ჰქონდა და მთელი მატჩის განმავლობაში საჯარიმოსთან და და საჯარიმოში (ბურთზე ექვსი შეხებით) სახიფათო მოქმედებით მოწინააღმდეგეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.

შეუძლია ორივე ფლანგზე და ცენტრში იმოქმედოს, ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, 21 წლისაა, მაგრამ დრიბლინგი და თამაშის პოზიციური უნარი იურგენ კლოპისთვის არქეტიპულ თავდამსხმელად აქცევს, რომელიც იდეალური ერთობლიობაა ლუის დიასის ერთი-ერთზე თამაშისა და მოჰამედ სალაჰის მოედნის ბოლო მესამედზე გავლენის მოხდენისა".

მკითხველის კომენტარები / 22 /
უკვე ყელში ამოვიდა კვარაცხელიას გაფეტიშება! ესეთი ზღვარს გადასული აჟიოტაჟი კარგს არაფერს მოუტანს ხვიჩას! გვახსოვს ჩაკვეტაძის მიმართაც და იგივე ხვიჩას მიართაც, რა დღეში იყო ხალხი, როცა ორივეს "აქებდნენ და აქებდნენ" (საქებარნი ნამდვილად არიან) მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი? ვაცადოთ ხვიჩას თამაში და ნუ მოვაქცევთ უაზრო წნეხში.
გუგა
20:18 18-08-2022
20
ბევრი, ზედმეტიც კი არის რაც იწერება და ამას აქვს თავისი მიზეზიც- ჩვენი გუნდების ფიასკოს ფონი და დამყაყებული ჭაობი ერ, ჩემპიონატში გულწრფელად გვახარებს მისი წარმატება და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი , ცთუნება - ქებამ არ აწყინოს , ამას მომავალი გამოაჩენს, თუ გაქვს კაცური გულში მას ვერავინ წაგართმევს, თაგვს კი ლომად რომ იქცეს მაინც ეშინია კატის, 10 წელიწადი აქვს წინ დიდი გზა მწვერვალისკენ... ყველამ ვერ შეძლო, ძალიან ნიჭიერებმაც და პერსპექტიულებმაც, ღმერთი გაძლევს და რაც უფრო ბევრს მით უფრო დიდი გამოცდით და ეს გამოცდა უნდა ჩააბარო შენი კაცობით..., უფალი გფარავდეს ხვიჩა! შენი კარგი კაცობა(და მერე ფეხბურთელობა) გულზე მალამოდ გვეფინება ქართველობას ! ყველაფერი იქნება, საუცხოოდ , საოცნებოდ, თავს გაუფრთხილდი და ძალიანაც არ იჩქარო, ყველაფერს თავის დრო აქვს . აი სადღეგრძელოც გითხარი ! გაგვახარე და გაიხარე კარგო ადამიანო !
ბაბაია
22:14 18-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული