კვარაცხელიას კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ და ინდივიდუალისტობას უწუნებენ

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან საუბარში "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა.

მიუხედავად გატანილი გოლისა და შედეგიანი გადაცემისა, ფედელემ ჩვენებური მაინც გააკრიტიკა:

"კვარაცხელია ძალიან მაგარი იყო ვერონაში? ბიჭს აშკარად აქვს ტალანტი, თუმცა ის ძალიან ინდივიდუალისტია. მე მას ახლა 6 ქულას დავუწერ და იმ შემთხვევაში, თუ ის გოლს ვერ გაიტანდა, ჩემი შეფასება 5 ქულიანი იქნებოდა.

მან დააგვიანა მოქმედება, როდესაც ვერონას ფეხბურთელმა დავიდე ფარაონიმ საგოლე გადაცემა გააკეთა და ამის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ არ შეიძლება", - ამბობს ფედელე.
მკითხველის კომენტარები / 24 /
მართალია ეს კაცი, მეორე გოლზე აშკარად ნაკლები ეფექტიანი იყო მისი პრესინგი ვერონას ჩამწოდებელზე, რასაც გოლი მოყვა. არა უშავს, ასეთ რაღაცეებს სპალეტიც პირდაპირ ეტყვის და ჩვენი ბიჭიც დაიხვეწება და ბევრჯერ გაგვახარებს. ჩვენ კიდე კონსტრუქციული კრიტიკა უნდა მივიღოთ!
ქუთაისელი
15:19 20-08-2022
10
ექსპეერტ!!! შე ძველო. ფეხბურთი ეგრეა, ხან დააგვიანებ, ხან დაასწრებ, ხან გოლს გაიტან და ა.შ.
პ.ს. მაინც არ გაგწირავ საგინებლად, იმიტომ რომ კვარა სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით არ იციკლება, არამედ წინ მიდის. აქედანაც ისწავლის.
ჰაჰა
14:14 20-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული