საბა ლობჟანიძის ულამაზესი ფინტი თურქეთის ჩემპიონთან მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საბა ლობჟანიძის "ჰატაისპორი" თურქეთის სუპერლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ მატჩში მოქმედ ჩემპიონ "ტრაბზონსპორთან" გასვლაზე 0:1 დამარცხდა, თუმცა ქართველმა შეხვედრაში ულამაზესი მომენტი შექმნა. 

საბამ თურქეთს ნაკრების მცველი ევრენ ელმალი მეორე ტაიმში ძალიან ეფექტური ფინტით მოატყუა... სამწუხაროდ, ქართველმა მომენტი ვერ დაასრულა, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოცდილმა ვიქტორ ჰიუგომ დააზღვია, რომელსაც 4 წლის წინ ბრაზილიის ნაკრებშიც იძახებდნენ...

საბას გუნდი მეორე ტურის შეხვედრას დღეს, "გაზიანტეპის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. 

altსუპერსაბას სუპერგოლი - ლობჟანიძე თურქული გრანდების რისხვაა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძაან მაგარი გააკეთა და პატარა საქმე არაა ეგეთი რაღაცეების გაკეთება თუ შეუძლია გამკეთებელია. ფეხბურთი მარტო ფინტები არაა მაგრამ მაგის გარეშე შანსი არა გვაქ ნაკრებში ყველა ტექნიკური უნდა იყოს. საერთოდ აუცილებელია რომ ნებისმიერი ფეხბურთელი როგორც ასეთი 1) რომ იყოს ტექნიკური და 2) ყველას შეეძლოს გოლის გატანა
Diversant
08:50 21-08-2022
0
კარგით რა, ერთი ჩვეულებრივი "პოდ სებია" გააკეთა. ბოლომდე რომ მიეყვანა და გოლი გაეტანა, კიდევ ჰო.
ირაკლი
22:49 20-08-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული