კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2022 წლის 22 აგვისტოს გამოქვეყნდა. სერია "ა"-ს მეორე ტურის შემდეგ, სადაც "კვარამ" "მონცასთან" დუბლი შეასრულა, ვწერდით, რომ ის ჩვენს "გაგიჟებას" აპირებდა. ეს ხვიჩას ნამდვილად გამოუვიდა - მთელმა სეზონმა აღმაფრენაში, ემოციებსა და ფეხბურთთან ყველა თაობის ქართველის "დაბრუნებაში" გაირბინა...
როგორც კრიტიკას, ასევე ქებას დიდი
პირველი ტაიმი მშვიდად მიდიოდა, თუმცა სულ რჩებოდა განცდა, რომ ისევ ხვიჩა "აფეთქებოდა" და ასეც მოხდა. კვარაცხელიამ ბურთი მოიპოვა და ძალიან დამაჯერებელმა ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა - ჯერ დასარტყმელად კარგად მოიხელთა, წამით კარს ახედა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
ხვიჩამ გუნდს გზა ისევ გამარჯვებისკენ გაუკაფა და საკუთარი საქმეც გაიმარტივა - "მონცას" ფეხბურთელები იძულებულები გახდნენ, მეორე ტაიმში უფრო მეტად ზემოთ ამოწეულიყვნენ და კვარაცხელიამ როგორც კი მინიმალური სივრცე იგრძნო, მცველებს შორის მოხდენილად გაძვრა და კარის დასალაშქრად ისევ იდეალური წერტილი შეარჩია. ეს უკვე სხვა დონის ფეხბურთია! "კვარა" ორივე ფეხით მშვენივრად თამაშობს (თავითაც გაიტანა), თუმცა მხოლოდ ინდივიდუალისტი არაა, მას პასის კულტურაც მაღალ დონეზე განვითარებული აქვს. "მონცასთანაც" კარგად გამოჩნდა, ოსიმენი რამდენჯერ ისეთ სიტუაციაში "შეიმჩნია", როგორებშიც თავად პასს ვერ იღებდა. ნიგერიელი ფორვარდი ქართველ შემტევს ყველაზე უკეთ უგებს, თუმცა "ცხრიანი" მაინც უფრო ინდივიდუალისტია და ამ მხვრივ სამუშაო ისევაა.
სპალეტიმ თქვა, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ დაძაბულია. ჩვენ ჯერჯერობით მაინც მთავარ მწვრთნელზე კარგადაც ვიცით, "კვარას" რა შეუძლია, კი არ ვიცით, საკუთარი თვალით გვინახავს. თუნდაც ის, რა კარგია დაცვით ფაზაში და საქართველოს ნაკრებში წარმატებული ართმევებითაც როგორ გამოირჩევა (ახლა გოლი სწორედ ბურთის მოპოვების შემდეგ გაიტანა). მომდევნო ტურებიდან ნეაპოლელებს უფრო რთული გამოცდა ელით, "ფიორენტინასა" და "ლაციოს" ესტუმრებიან. კარგია, ხვიჩას გუნდმა შედარებით იოლი მეტოქეებით რომ დაიწყო, თუმცა ისიც ვიცით კვარაცხელიას თამაშები ესპანეთისა თუ შვედეთის ნაკრებებთან და გვჯერა, ჩვენებური გრანდებთანაც გამორჩეული იქნება. ის კი არა, შეტევების მიმდევარ და ფავორიტ მეტოქესთან ხვიჩა კიდევ უფრო მეტ თავისუფალ ზონას ნახავს, რაც ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის დამანგრეველი იქნება. წარმოიდგინეთ, ახალბედა ბიჭი, რომელსაც ერთი მცველის ამარა ვერასდროს ტოვებენ - ეს ხვიჩა კვარაცხელიაა!
"ყოჩაღ, ქართველო!" - "Napoli24"-ზე დაწერილი ერთ-ერთი იტალიელის კომენტარია. მართლაც შექების ღირსია ხვიჩა, რომელმაც მთელი ქვეყნის ემოციები გააერთიანა და თუ ვინმე ამ ზეიმს არ უერთდება, უბრალოდ ჩუმადაა, ვერაფერს ამბობს. აპლოდისმენტი კვარაცხელიას, რომელმაც დიდ ფეხბურთში არა უბრალოდ დაგვაბრუნა და მის აკლიმატიზაციას მშვიდად ველოდებით, არამედ ბრწყინვალედ დაიწყო. ემოციები უკვე უსაზღვროა და თანაც ვიცით, ყველაფერი ეს კიდევ უფრო უკეთესად რომ გაგრძელდება - ხვიჩა ბოლომდე "გაგვაგიჟებს!" თანაც, ის ნეაპოლში მაინც "დროებითაა", ტოპ-კლუბებიც ძალიან ახლოსაა, "კვარას" ხომ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.
ევრო 2023 - მთავარი ვარსკვლავი კვარაცხელია - ისტორია, ფავორიტები, საუკეთესო ფეხბურთელები...
კვარაცხელიასთან ერთად ყველაფრის გწამს - რას ვითხოვთ ლიდერისგან დატვირთული სეზონის შემდეგ...
არ არის აუცილებელი სხვა გუდში წასვლა.
ნაპოლიში უკვე შეაყვარა თავი გულშემატკივრებს და მწვრთნელებს. რეალში და ბარსელონაში რა მოხდება, ეს ძნელი სათქმელია. ჯერ ნაპოლიში უნდა დაამტკიცოს, რომ ყველაზე ძლიერია მსოფლიოში.
ჩელსიმ ამ თვეში 100 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, მაგრამ გუშინ ვნახეთ, როგორი შედეგი მიიღო.