კომპანიმ მიქაუტაძეს პირადად დაურეკა და ტრანსფერზე ესაუბრა - "ბარნლიმ" პირველი შეთავაზება გააკეთა, თუმცა...

AutoSharing Option
ჟურნალისტი საშა ტავოლიერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ბარნლის" საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის დამატება ძალიან სურს.

მისი ცნობით, "კლერტების" მთავარმა მწვრთნელმა ვინსენ კომპანიმ ჩვენებურს პირადად დაურეკა და ტრანსფერზე ესაუბრა.

"ბარნლიმ" პირველი შეთავაზებაც უკვე გააკეთა, რომელიც 2,5 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა "მეცმა" ეს თანხა იუარა.

ახლა იწერება, რომ ინგლისური კლუბი ფრანგულს ახალი წინადადებით მიმართავს, რადგან მიქაუტაძის გადაბირება მათი მიზანია...
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მირჩევნია ბარლიში წავიდეს ინგლისში გაცილებით მეტი ასპარეზი და პერსპექტივა აქვს ვიდრე ახლა მეცში მაგრამ აქ გუნდი რას გადაწყვეტს ესაა მთავარი არაგონია მეცმა გაყიდოს ახლა თუ გაყიდიან ეს იქნება ძალიან სულელური გადაწყვეტილება პირველ რიგში იმიტომ რომ ჟორჟი აშკარად ჩაჯდა გუნდის ძირითადში თამაში მიზდის გოლები გააქვს საგოლე პასებს აკეთებს და გუნდისთვის მოაქვს სარგებელი რატომ უნდა გაყიდონ წელს 2.5 მილიონად ან თუნდაც 5 მილიონად როცა სავსებით შესაძლებელია 1 სეზონი ათამაშონ მეცში ჟორჟმა გაგრძელოს შედეგიანად თამაში და შემდეგ ზაფხულს გაყიდონ უკვე 10-15 მილიონად თან ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ 30 წლისფეხბურთელზე 21 წლის ბიჭია ყველაფერი წინ აქვს და არამგონია მეცმა ახლა 2.5 მილიონად ან თუნდაც 5 მილიონად აჩუქოს ბარლის ფეხბურთელი რომელშიც შეუძლია გაცილებით მეტი აიღოს გარკვეული დროის შემდეგ.
ზურა
23:59 22-08-2022
1
აბა 5 მილიონი ფუნტი გაამზადაო ბარნლიმო? ნუ ჟოშკავთ, იყიდეთ ჟორჟი და არაფერს არ წააგებთ. გიო, ერთი წამითაც არ დაფიქრდე და გადადი ინგლისში, მეცი არ იყო, ძირითადის ადგილი რომ არ გაღირსა და ბელგიის მეორე ლიგაში რომ გაგიშვა? წავიდნენ ერთი მაგათი.... არავითარი სოლიდარობა მეცს, არ არიან ღირსები და იმიტომ, წინ მერე პრემიერლიგაც გელოდება.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული