ლოჩოშვილის კარგი დებიუტი იტალიაში - დიბალას გასაქანი არ მისცა, ტრავმირებული ძანიოლო შესაცვლელი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი გასვლაზე მოურინიოს „რომასთან“ შედგა და მან თავი კარგად წარმოაჩინა.

„ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ 10 აგვისტოს გადასულმა საქართველოს ნაკრების 24 წლის მცველმა ლოჩოშვილმა ჩემპიონატის პირველ ტურში ფლორენციაში "ფიორენტინასთან" წაგებულ მატჩში (2:3) მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღო, რომ საბუთები ჰქონდა მოსაწესრიგებელი, დღეს კი მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ „რომასთან“ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები თავს იცავდნენ, ლუკა დიბალას მეურვეობდა და რამდენჯერმე ხისტადაც ეთამაშა, 3 ცენტრალურმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ფლანგზე იდგა, წინ შორეულ გადაცემებსაც არ ერიდებოდა და მეკარე
რადუსთან ერთად თავის გუნდში საუკეთესო იყო. ერთხელ დიბალას ჩაუდგა მხარი და მეკარესთან პირისპირ არ გაუშვა, შემდეგ ძანიოლოს ვარდნაში სუფთად აართვა ბურთი, იტალიელმა თამაში ვერ გააგრძელა და ელ შაარავიმ შეცვალა. ლოჩოშვილს გოლის გატანაც შეძლო, მაგრამ შორიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე რუი პატრისიომ ძლივს მოიგერია.

65-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს სმოლინგმა კრემონელთა კარში მიუჩინა ადგილი და რომაელები დააწინაურა, 72-ე წუთზე კი მოურინიომ დიბალა შეცვალა, რომელსაც ლოჩოშვილმა გასაქანი არ მისცა. შეტევის გასაძლიერებლად ალვინიმ 85-ე წუთზე ლუკა გაიყვანა და მის ნაცვლად მოედანზე თავდამსხმელი ჩოფანი შეიყვანა, კომპენსირებულ დროში "კრემონეზეს" ნახევარმცველ პიკელის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და "რომამ" 1:0 მოიგო.

„კრემონეზე“ შემდეგ შეხვედრას 27 აგვისტოს სახლში „ტორინოსთან“ გამართავს.

რომი. „ოლიმპიკო“
რომა - კრემონეზე 1:0
გოლი: სმოლინგი (65)

მკითხველის კომენტარები / 20 /
მოდი ხალხო ნუ ვპროფესორობთ რა,
7 და მეტი დაუწერეს ჩვენიანს და თქვენ
აკლებთ ნიშანს თუ?
პირველი თამაში ქონდა ბიჭს და მიუხედავად დაძაბულობისა როგორ ითამაშა.
რას ითხოვთ ვერ ვგებულობ. უშეცდომოთ ეთამაშა პირველივე თამაში?
რეებიც დაატრიალა იმით რატომ არ ვიამაყოთ?!
თენგო
20:12 23-08-2022
0
ზოგიერთ კომენტებში მარტო ემოცია სჭარბობს,კი სასიხარულოა ძლიერ ლიგაში ქართველის გამოჩენა, მოუთმენლად ველი ყოველ ტურს, მაგრამ მარტო ქება ხომ არ არის საქმე, ბევრს მარტო ყურება მოსწონს და თამაშს ვერც აფასებს, მეც ვქომაგობ ლუკას, მაგრამ ავსტრიაში რა პრობლემებიც ქონდა იგივე შევამჩნიე ამ თამაშშიც: რომ არ გავარჩიო ეპიზოდები (ვინც ერკვევა ისედაც შეამჩნევდა) მოკლედ ვიტყვი -სათამაშო ინტელექტს და კონცენტრაციის სტაბილურობას ვუწუნებ,ფიზიკაც- გამძლეობაც მოსამატებელი აქვს. ამ ყველაფრის გამოუსწრებლად კი ჩვენი ნაკრების ძირითადში ვერ ვხედავ, თუმცა ეს პრობლემები დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისთვის.ერთეულების გარდა,
გუსანი
19:27 23-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული