წილისყრის დღე - ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩას "ნაპოლის" ყველაზე სასურველი და არასასურველი მეტოქეები

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე უკვე ცნობილია. უეფას მთავარ საკლუბო ტურნირზე, დავით ხოჭოლავასა და მისი "კოპენჰაგენის" გარდა, ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს. "ნაპოლის" ახალწვეულისგან შედეგიან და მაღალი დონის თამაშს ველით.

"კვარა" სულ სხვა მასშტაბზე გადის. ძალიან გვსურს, მისმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი დაძლიოს და ქართველმა გარემარბმა, მინიმუმ, მერვედფინალში ითამაშოს. ამისათვის წილისყრაში გამართლებაცაა საჭირო. შესაძლებელია, ნეაპოლელები გრანდს ასცდნენ, ამავდროულად კი, იმაზეც ვფიქრობთ, ხვიჩას მიერ ევროპის წამყვანი კლუბების კარის აღება რამხელა სიხარულს მოგვანიჭებს...

მოგეხსენებათ, ერთი ქვეყნის გუნდები ამ ეტაპზე ვერ შეხვდებიან, შესაბამისად, "ნაპოლი" "მილანს",
"იუვენტუსსა" და "ინტერს" ვერ დაუპირისპირდება. კვარაცხელიას გუნდი მე-3 კალათაში იქნება განთესილი.

Sportall.Ge

პირველ კალათაში ყველაზე სუსტი გუნდები ევროპა ლიგის გამარჯვებული ფრანკფურტის "აინტრახტი", ასევე ნიდერლანდებისა და პორტუგალიის ჩემპიონები, "აიაქსი" და "პორტუ" არიან. "რეალი", "სიტი", "ბაიერნი" ან პსჟ - ეს ყველაზე ძლიერი მეტოქეებია, რომლებსაც შესაძლოა, სპალეტის გუნდი გადაეყაროს ("მილანი" გამორიცხულია).

რაც შეეხება მეორე კალათას, აქ "სასურველი" კლუბი ნაკლებადაა, ასეთად ყველაზე მეტად მაინც გერმანულ "ლაიპციგს" მივიჩნევთ. "ლივერპული", "ჩელსი", "ბარსელონა", "ატლეტიკო", "სევილია", "ტოტენჰემი" ("იუვენტუსიც" აქაა) - სიტყვები მართლაც ზედმეტია. თუკი, მაგალითად, ნეაპოლელებთან პირველი კალათიდან "მანჩესტერ სიტი" ან "რეალი" ამოვა, ეს სავარაუდო მეტოქეთა სიას აქ 3-ით შეამცირებს.

Sportall.Ge

აქვე გეტყვით გუნდებს, რომლებიც "ნაპოლისა" და "ინტერთან" ერთად, მესამე კალათაში არიან (შესაბამისად, ჩვენებურის გუნდს ვერ შეხვდებიან) - "ბორუსია", "ზალცბურგი", "შახტარი", "სპორტინგი", "ლევერკუზენი", "ბენფიკა". აქ ყველაზე ძლიერები სწორედ იტალიელები არიან.

მე-4 კალათაში "ნაპოლი" ვისაც უნდა დაუპირისპირდეს, იტალიელებს მაინც არ უნდა გაუჭირდეთ, თუმცა რამდენიმე მეტოქე აშკარად არასასურველია - "ბრიუგე", "სელტიკი", "მარსელი", "მაკაბი", "პლზენი", "კოპენჰაგენი", "დინამო" (ზაგრები), "რეინჯერსი".

წილისყრა დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირველი ტური კი 6-7 სექტემბერს შედგება.

altხვიჩასა და "ნაპოლის" უახლოესი ამბები - ამხანაგური მატჩი, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა...

მკითხველის კომენტარები / 9 /
ნაპოლი ისეთი მონდომებული გუნდია მე მგონი ძლიერებთან უფრო კარგად ითამაშებს და ხვიჩაც უფრო გამოიჩენს თავს!!!!!!!!
irakli
14:07 25-08-2022
1
კვარას ოცნებაა ბერნაბეუზე თამაში და რეალი დაუჯდებათ პირველ კალათაში. აი მეორე კალათიდან კი იმედია მართლა ლაიფციგი ამოვა თორე სხვა ვარიანტი ინგლისელები რჩებიან და რომელიც არ უნდა ამოვიდეს ამ ჯგუფს სიკვდილის ჯგუგად აქცევს.
ანზ
10:40 25-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული