27 აგვისტოს, სერია A-ს მესამე ტურში "კრემონეზე" "ტორინოს" უმასპინძლებს, მაგრამ ამ შეხვედრაში კრემონული გუნდის მცველის ლუკა ლოჩოშვილის თამაში საეჭვოა.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "კრემონეზეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ განაცხადა, რომ ქართველს პირველ ტურში თამაშის უფლება არ ჰქონდა და ხვალ მისი დახმარების იმედი ნაკლებად უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან თავი სტკივა.
ლოჩოშვილმა მცირე ტრავმა ვარჯიშზე მიიღო, სამატჩო განაცხადშია და კიდევ არის შანსი იმისა, რომ "ტორინოსთან" შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.