კვარაცხელიას დღეს დიდი მიზნები აქვს! - ხვიჩას "ფიორენტინასთან" მატჩში ორი რეკორდის მოხსნა შეუძლია

AutoSharing Option
თითოეული ქართველი გულშემატკივარი დღეს ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი შოუს მოლოდინშია. ჩვენებურის "ნაპოლი" თბილისის დროით 22:45 საათზე ფლორენციაში "ფიორენტინას" დაუპირისპირდება.

"კვარას" კი დღევანდელ შეხვედრაში ორი რეკორდის დაფიქსირების ბრწყინვალე შანსი აქვს. 

თუ ხვიჩამ მეტოქის ბადე დღესაც შეარხია, ის ხოსე კალეხონის შემდეგ (ეს 2013/14–წლების სეზონში შეძლო) გახდება "ნაპოლის" მეორე ფეხბურთელი, რომელმაც გოლი საწყის 3 ტურში გაიტანა.

როგორც იცით, ქართველის ანგარიშზე 2 ტურში 3 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა, ანუ მას ჯამში 4 საგოლე ქმედებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 

თუ ის დღეს კიდევ ერთ საგოლე მოქმედებაში
მიიღებს მონაწილეობას, ერლინგ ჰალანდის შემდეგ გახდება მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო 15 წელში, ტოპ 5 ლიგაში, 22 წლამდე ფეხბურთელებს შორის, მინიმუმ 5 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა. ნორვეგიელმა საწყის 3 ტურში "დორტმუნდში" ეს შვიდჯერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 15 /
"კაროჩე" კი არა მოკლედ და საერთოდ, სტატისტიკური მონაცემია და ნუ ჭირვეულობთ. სწორად წერენ, რას ერჩით? მორჩით რუსული სლენგებით კომენტარების გაკეთებას.
წერეთ ქართულად
21:24 28-08-2022
0
რა არ მოგწონთ? ბიჭი თამაშობს, თან ძაან მაგრად და ჩვენ( მე პირადად) სიამოვნებას ვღებულობთ. რა არის აქ ცუდი. ვიცით ბატონო რომ სერიაА-ს დასრულებამდე დარჩა 38 ტური და ყველას მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს. ვისაც არ გინდათ მისი თამაშით სიამოვნების მიღება ( ასეთებიც გამოჩნდნენ) ისიამოვნეთ პოსტ ტვ- ით თუ როგორ სივდება ყოველდღიურად რამიშვილი
დავით 67
18:14 28-08-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული