მამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი მართლაც საუკეთესოდ გაისარჯა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და მუსამ შორიდან დალაშქრა ობლაკის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ იქამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სტუმრები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და მამარდაშვილმა ფელიქსის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე კორეიამ მორატა წააქცია. არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო „ღამურების“ მცველი ჯერ გააძევა, მერე ისევ ნახა ვიდეოგამეორება და წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა. პირველი ტაიმის დასასრულს მორატა
ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გიორგიმ გატანა საოცარ ნახტომში ფეხით არ დაანება.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა სოლერისგან რიკოშეტით მადრიდული გუნდი დააწინაურა. „ვალენსია“ დარჩენილ დროში ბევრს უტევდა, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა. 85-ე წუთზე კუნიამ თავით გაუტანა „ვალენსიას“, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს ქართველმა მეკარემ პირისპირ გასულ კარასკოსა და გრიზმანს არ გაატანინა და შეხვედრაც დასრულდა.

„ვალენსია“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 43 910 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (66)

მკითხველის კომენტარები / 26 /
ასე სჯობია ჯერ სუსტ გუნდში ივარჯიშოს,რაც ბევრს დაურტყავენ მით უფრო გამოიწრთობა
ლექსო
30 აგვისტო 2022 10:21
1
არ ვიცი ვინ დაასახელეს, მაგრამ ობიექტურად გიორგი იყო დღეს საუკეთესო მოთამაშე ორივე გუნდში. Რომ არა მისი სეივები ანგარიში მინიმუმ 0:4 იქნებოდა. აᲛ ვალენსიაზეა ნათქვამი ტიკი უსწავლიათ ტაკა არაო.
კამავინგა ძირითადში!!!
30 აგვისტო 2022 02:15
1
ძაან მაგარი კაციაა--მიდი მამარდ ბოლომდეეე.. ლომი ხარ ლომიიი.......მიხარია, ამასაც მოვესწარი ლა-ლიგის მორიგ ტურში ორი უდიდესი გუნდის, ვალენსია-ატლეტიკოს მატჩში ქართველი გამორჩეული იყო.....
შულაია
30 აგვისტო 2022 11:16
0
ვუყურე ატლეტიკო მადრიდს - ვალენსიას, ისევე როგორც ვუყურე ფიორენტინა - ვალენსიას;

არ ვიცი თქვენ როგორ მოგეჩვენათ მკითხველებო, მაგრამ ჩემი გემოვნებით როგორც ცა და დედამიწა. ფიორენტინა - ნაპოლის იყო ერთგვარი "სვარკა"; წინა 2 მატჩიც არ გამოირჩეოდა დიდად, მაგრამ ერთადერტი გაბრწყინება, კრეატიულობა თუ ფანტაზია მხოლოდ ხვიჩასგან მოდიოდა: დანარჩენი 3-4 გადაბმული პასი არ მინახავს, სულ ჯარიმები! სპალეტის ვურჩევდი, ცოტა მოუფრთხილდეს და მეტი ყურადღება მიაქციოს, სადმე არ გაექცეს ჩვენებური.

არც სიმეონე ათამაშებს დიდ სანახაობრივ ფეხბურთს თავის გუნდს, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდად, ესპანური ლიგა 10 თავით მაღლა დგას იტალიურთანვ სანახაობრივად. გემოვნებაზე არ დაობენ.
ფიორენტინა-ნაპოლის მატჩთან შედარება
30 აგვისტო 2022 11:52
3
100% ით გეთანხმებით, მიუხედავად იმისა რომ 1:0 დამთავრდა თამაში, მართლაც სანახაობრივი იყო. ლა ლიგა ზოგადად ბევრად სანახაობრივია , ამიტომაც მინდოდა ხვიჩა ესპანეთის ჩემპიონატში, თუმცა მან სერია ა არჩია. ნაპოლი ფიორენტინას თამაში იმდენად არასანახაობრივი იყო, ვერცერთმა გუნდმა ვერ შემოგვთავაზა ვერაფერი. ვიღაცეები წერდნენ ფიორენტინა კარგი გუნდია, მაგრად დაუდგნენ ხვიჩასო, საინტერესოა რით არის კარგი გუნდი, რამე მომენტი შექმნეს? გოლი გაიტანეს? საგოლე მომენტიც კი არ ჰქონია გუნდს და ზოგს ეგ დაცვაში ჩაკეტილი ანტიფეხბურთი რატომ ჰგონია კარგი არმესმის.
ხვიჩას გაქანების და ფანტაზიის მოთამაშე ლა ლიგისთვის მემეტება მხოლოდ და იმედია აღმოჩნდება კიდეც ლალიგაში.
Winter
30 აგვისტო 2022 12:39
0
სერია ა არის იმენნა სვარკა. ვერ უყურებ რო გინდოდეს. ლა ლიგასთან შედარება არაა.
მეგრელი
30 აგვისტო 2022 20:41
0
Gatuzos mwvrtneloba ar gaishva.oqtombramdec ver sheinarchunebs adgils.mamardastvis es gundi tramplinia.ert welshi mxeci dadgeba.
Gia
30 აგვისტო 2022 10:48
0
კარგად გამოიყურებოდა
დასავლეთს უნდა ომიიი
30 აგვისტო 2022 10:02
0
კი მართლა მაგარი ბურთები აიღო... რაც მეტი მუშაობა ექნება ანუ რაც ბევრს დაურტყავენ უფრო პროგრესი ექნება... ერთი ისაა ცოტა აგრესია აკლია თავის გუნდთან მიმართებაში,. .. გაბელიამ როგორც იცოდა.. პატარაა, ახალია და ისე მაინც ვერ ძაბავს..
კახა
30 აგვისტო 2022 11:51
0
კარგი თამაში ჩაატარა მამარდამ
დასავლეთს უნდა ომი
30 აგვისტო 2022 07:53
0
ურთულესი პენალტი აიღო!!! ბრავო!!! ოთარ გაბელია გამახსენდა!!!
tngh
30 აგვისტო 2022 19:15
1
Ვინ გააძევეს?
შოთა
30 აგვისტო 2022 12:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული