მამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი მართლაც საუკეთესოდ გაისარჯა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და მუსამ შორიდან დალაშქრა ობლაკის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ იქამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სტუმრები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და მამარდაშვილმა ფელიქსის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე კორეიამ მორატა წააქცია. არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო „ღამურების“ მცველი ჯერ გააძევა, მერე ისევ ნახა ვიდეოგამეორება და წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა. პირველი ტაიმის დასასრულს მორატა
ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გიორგიმ გატანა საოცარ ნახტომში ფეხით არ დაანება.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა სოლერისგან რიკოშეტით მადრიდული გუნდი დააწინაურა. „ვალენსია“ დარჩენილ დროში ბევრს უტევდა, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა. 85-ე წუთზე კუნიამ თავით გაუტანა „ვალენსიას“, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს ქართველმა მეკარემ პირისპირ გასულ კარასკოსა და გრიზმანს არ გაატანინა და შეხვედრაც დასრულდა.

„ვალენსია“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 43 910 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (66)

მკითხველის კომენტარები / 26 /
რა ბურთები მოხსნა. საუკეთესო მეკარეა ცოდოა ასეთ მკვდარ გუნდში მაგრამ თუ ასე გააგრძელებს დარწმუნებული ვარ საუკეთესო გუნდში მოხვდება.
ლომი
30 აგვისტო 2022 02:57
1
ვენაცვალე გიორგის! ძალიან მაგრად ითამაშა და მაგარი ბურთები აიღო, მიუხედავად იმისა რომ ვალენსიამ წააგო.ჩემის აზრით რასაც ახლა ვუყურებ მგონი ბორდალასი სჯობდა გატუზოს,რა ვიცი რა ვიცი.
გეგი
30 აგვისტო 2022 02:07
0
გრიზმანი დაასახელეს საუკეთესოდ - რადგან საუკეთესო მეკარეს გაუტანა "რიკოშეტით".
პლეხანოვზე გაზრდილი
30 აგვისტო 2022 02:58
2
ერთერთი საუკეთესო მატჩი იყო მამარდას კარიერაში. ძალიან მაგარი ბურთები აიღო
ხ.მ
30 აგვისტო 2022 02:11
0
ვუყურე თამაშს, ძალიან მაგრად ითამაშა გიორგიმ. მორატამ რეები გამაზა გავგიჟდი. აი მამარდაშვილზე როგორც არის გამოხმაურება საქართველოში ისე რომ იყოს ხვიჩაზეც უკეთესი არ იქნებოდა? წააგო ვალენსიამ მაგრამ მაინც ადეკვატურად ვაფასებთ, კარგ ან ცუდ თამაშს. კომენტარებიც იწერება მაგრამ ბევრი არა. ტელევიზიებს არ გადააქვთ მამარდაშვილზე პოსტები, თუ გადაიტანენ იშვიათად და იმასაც ორი სამი კომენტარი აქვს, ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგანაც არ გამიგია, რომ ვინმე მამარდაშვილს მხსნელად და მოვლენილ მესიას მოიხსენიებდეს, მითუმეტეს ვალენსიაში საოცრად უყვართ ეგ ბიჭი. მანქანით მშვიდად ვერ გადაადგილდება ისე ესევიან ფანები.
ამ ბიჭზე თუ არ გვაქვს ამხელა ზეწოლა და ვაცდით გავითარებას, კვარაცხელია რატომ ამოვხადეთ სული ვერ ვხვდები?
ყოველ დღე ტელევიზიები რეიტინგის გამო მის მიმართ ყველაფერს კადრულობენ, მისი შეყვარებულის ფოტოები მთელს სოც. სივრცეს ედება, მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას არსად დაუდევს თავის პირად ცხოვებაზე ინფორმაცია.
მამარდაშვილი უფრო მეტად დებს მისი ოჯახის და თუნდაც შეყვარებულის ფოტოებს მაგრამ არავის გადმოუტანია და გაუნიუსებია. რახდება ხალხო, რა იწვევს ამ ფენომენს რომ ასე არანორმალურად მივადგებით ერთ ადამიანს და მისი ყველაფერი გვაინტერესებს, თან ამით მას ვაზარალებთ?
!!
30 აგვისტო 2022 10:24
0
გასაგებია მაგრამ მამარდა არ არის ვარსკვლავი? მის მიმართ ყოველთვის ნაკლები აჟიოტაჟია.
!!
30 აგვისტო 2022 12:55
0
რა იწვევს და ის, რომ კვარა სუპერვარსკვლავია.
30 აგვისტო 2022 12:36
8
მაგარი ბიჭია!!! წარმატებები! მაგრამ დროა გოლების გატანაც დაიწყოს,
უჭირს გუნდს :)
გიორგი-11
30 აგვისტო 2022 10:55
0
შენ ხუმრობ და ამ სიმაღლის კაცს,სტანდარტებზე,ნამდვილად შეუძლია გოლების გატანა.რა თქმა უნდა,ისეთ თამაშებში,სადაც მნიშვნელობა აღარ ექნება,გოლს გაგიტანენ თუ არა.
სოსო
30 აგვისტო 2022 13:32
0
მომავლის მეკარე
ილია
30 აგვისტო 2022 02:09
1
მეკარე მომავლიდან
ილია
30 აგვისტო 2022 02:09
2
მაგარი ბიჭია
დათო
30 აგვისტო 2022 10:11
0
მაგარი სეივები ქონდა, პირველი ტაიმის მერე არ ეკუთვნოდა წაგება ვალენსიას
irakli
30 აგვისტო 2022 02:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული