მამარდაშვილის ჩინებული მატჩი, ავტოგოლი, გაუქმებული გოლი, გაუქმებული გაძევება და მარცხი "ატლეტიკოსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მესამე ტურში „ვალენსია“ სახლში „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა, "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი კი მართლაც საუკეთესოდ გაისარჯა.

მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და მუსამ შორიდან დალაშქრა ობლაკის კარი, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ იქამდე წესების დარღვევას ჰქონდა ადგილი. სტუმრები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ და მამარდაშვილმა ფელიქსის ძლიერად დარტყმული ბურთი მოიგერია. 39-ე წუთზე კორეიამ მორატა წააქცია. არბიტრმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო „ღამურების“ მცველი ჯერ გააძევა, მერე ისევ ნახა ვიდეოგამეორება და წითელი ბარათი ყვითლით შეუცვალა. პირველი ტაიმის დასასრულს მორატა
ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და გიორგიმ გატანა საოცარ ნახტომში ფეხით არ დაანება.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა და შეცვლაზე შესულმა გრიზმანმა სოლერისგან რიკოშეტით მადრიდული გუნდი დააწინაურა. „ვალენსია“ დარჩენილ დროში ბევრს უტევდა, მაგრამ „ატლეტიკო“ თავს ჩვეულად უნარიანად იცავდა. 85-ე წუთზე კუნიამ თავით გაუტანა „ვალენსიას“, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ბოლოს ქართველმა მეკარემ პირისპირ გასულ კარასკოსა და გრიზმანს არ გაატანინა და შეხვედრაც დასრულდა.

„ვალენსია“ 3 ქულით მე-14 ადგილზეა და 4 სექტემბერს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 43 910 მაყურებელი
ვალენსია - ატლეტიკო 0:1
გოლი: გრიზმანი (66)

მკითხველის კომენტარები / 26 /
რა ბურთები მოხსნა. საუკეთესო მეკარეა ცოდოა ასეთ მკვდარ გუნდში მაგრამ თუ ასე გააგრძელებს დარწმუნებული ვარ საუკეთესო გუნდში მოხვდება.
ლომი
02:57 30-08-2022
1
ვენაცვალე გიორგის! ძალიან მაგრად ითამაშა და მაგარი ბურთები აიღო, მიუხედავად იმისა რომ ვალენსიამ წააგო.ჩემის აზრით რასაც ახლა ვუყურებ მგონი ბორდალასი სჯობდა გატუზოს,რა ვიცი რა ვიცი.
გეგი
02:07 30-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული