სეზონის სტარტზე ზედიზედ სამი წაგების შემდეგ „კრემონეზე“, სერია A-ს მეოთხე ტურში, მილანში „ინტერს“ დაუპირისპირდება. სტუმართა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი მომჯობინდა და მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.