ლოჩოშვილს ბედი არ სწყალობს - ჯეკოსთან ბრძოლაში დაშავდა, მისი გუნდი კი ისევ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „კრემონეზე“ გასვლაზე „ინტერთან“ 1:3 დამარცხდა.

კრემონელთა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა წინა ტური ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს მწვრთნელმა მასიმილინო ალვინიმ სასტარტოში დააყენა, 45-ე წუთზე ედინ ჯეკოსთან ბრძოლაში დაშავდა, თავიდან სისხლი წამოუვიდა, შესვენების შემდეგ თამაში თავშეხვეულმა გააგრძელა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

„კრემონეზე“ ისევ უქულოდაა და 4 სექტემბერს „სასუოლოს“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“
ინტერი - კრემონეზე 3:1
გოლები: 1:0 კორეა (12), 2:0 ბარელა (38), 3:0 ლაუტარო (76), 3:1 ოკერეკე (90)

მკითხველის კომენტარები / 10 /
თამაშს ვუყურე! პრაქტიკულად უშეცდომოთ ითამაშა. ლუკა, მაგარი ხარ! ყველაფერი კარგად გექნება! დარწმუნებული ვარ, ნაკრებთან ერთად ბევრს მიაღწევ! გაიხარე!
alexandre
12:07 31-08-2022
0
ახლა ინტერნთან წაგება დიდი უიღბლობა არაა, ჩემპიონობაზე იწევს ეგ გუნდი. მთავარია ოდნავ სუსტებთან ითამაშონ კარგად და უმაღლესში შეინარჩუნონ ადგილი.
nika
08:24 31-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული