Marca: მომდევნო 48 საათში შესაძლოა გიორგიმ "ვალენსია" დატოვოს

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილით რამდენიმე ტოპ-კლუბია დაინტერესებული და შესაძლოა, უახლოეს 48 საათში შეთავაზებაც გააკეთონ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

"ვალენსიამ" სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში, შესაძლოა, გიორგი მამარდაშვილის თაობაზე რამდენიმე გუნდისგან შეთავაზება მიიღოს. დაინტერესებული კლუბები გრძნობენ, რომ კარლოს სოლერის წასვლის შემდეგ "ღამურები" რთულ სიტუაციაში არიან და მომენტით სარგებლობას აპირებენ. ესპანური კლუბის ხელმძღვანელობა ფინანსურ Fair Play-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოთამაშესთან კონტრაქტის გახანგრძლივებასა და გამოსასყიდის გაზრდას ვერ ახერხებს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარეს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს.

"შესაბამისად, ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა კვლავ
20 მილიონს შეადგენს, რაც ზოგიერთ გრანდს აიძულებს, უკანასკნელ საათებში შეთავაზება გააკეთონ" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "მამარდას" "ვალენსია" მომდევნო შეხვედრაში, 4 სექტემბერს, "მესტალიაზე" "ხეტაფეს" უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"მატჩის შემდეგ ობლაკი ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - "მამარდა" მატჩის შემდეგ

alt"ყველაფერი აიღო, დიდებულად ითამაშა!" - ობლაკმა მამარდაშვილის ბრწყინვალე მატჩით აღფრთოვანება ვერ დამალა

მკითხველის კომენტარები / 14 /
მიახლოებით ვხვდები რაცაა ხარჯ შემოსავალს არ უნდა სჭარბობდეს ალბათ , მარა თუ დამატებით აგვიხსნით მადლობელი დაგრჩებით.
Ds-s
15:58 31-08-2022
0
ეს ფეირ პლეის პრნციპი რაა გამეგო და მეტი არ მინდა არაფერი რა, ვისი რა საქმეა გუნდი რას ხარჯავს და რას არა თუ გაკოტრება უნდა გაკოტრდეს რა თქვენი ერთი ადგილის საქმეა?
ეეე
14:41 31-08-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული