იტალიური მედია ხვიჩას თადარიგში ვარაუდობს - როტაცია "ნაპოლიში"

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს, 31 აგვისტოს, სერია "ა"-ს მე-4 ტურის მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუხვდება. Sportall ge-მ მატჩის პრევიუ შემოგთავაზათ, სადაც დატვირთული გრაფიკის გამო გუნდში როტაცია ვივარაუდეთ. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმაც ისაუბრა. ახლა კი იტალიური მედია უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "ლეჩესთან" სასტარტოში ჩრდილომაკედონიელ ელიფ ელმასს ვიხილავთ.

Il mattino და Corriere Della Sera წერენ, რომ "კვარა" თადარიგში იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ მარცხენა მცველად მარიო რუის ნაცვლად მატიას ოლივეირა ითამაშებს. ასევე სხვა ცვლილებებსაც ელიან.

შეგახსენებთ, გუნდში ახლახან შემტევები რასპადორი და სიმეონე,
ასევე, ნახევარმცველი ნდომბელე ჩაირიცხნენ.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altმატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...

მკითხველის კომენტარები / 33 /
მოკლედ:
სამი ტურის შემდეგ ქართველ ფეხბურთელს სამი გოლი და ერთი ასისტი აქვს. ბომბარდირების სათავეში დგას, მისი გუნდი პირველ ადგილზეა, ყველა თამაშს ძირითადიდან იწყებს, მთელი იტალია და ევროპა მასზე საუბრობს და საქართველოში კიდე უკმაყოფილოები ვართ რაღაცით :))
ჩვენი მოსაწონი ვერაფერი მოხდა.
თითქოს ასეთი პრეცედენტი აქამდე გვქონია და მიჩვეულები უნდა ვიყოთ :)
ვინმეს რომ ეთქვა დებიუტშივე გოლებს გაიტანსო, აქ სიცილით დაიხოცებოდით კომენტარებში.
აწი რამდენიმე თამაში მართლა რომ ჩააგდოს კვარამ, მის მიმართ პატივისცემის გამო მაინც არუნდა ამოვიღოთ ხმა ცოტახანი და ადაპტაცია დავაცადოთ.
კრიტიკოსების მეტი რა ჰყავს შიგნით და პირველ რიგში თვითონ არის საკუთარი შეცდომების გამოსწორების მსურველი, დილეტანტები რომ არ დავემატოთ აქედან.
რამხელა შრომას დებს ამ ყველაფერში და დაუნახავი უნდა იყო რომ ბიჭს მონდომება და მთელი გულით თამაში დაუკარგო.
ეგრევე გოლების შეყრა რომ დაიწყო, ხო არ ნიშნავს, რომ უკვე მთლიანად ადაპტირებულია გუნდთან.
მარა ჩვენ ისეთი ხალხი ვართ მაინც გამოვუნახავთ მიზეზს.
იქნება რამე ხელჩასაჭიდი :))
Spain
16:02 31-08-2022
0
რას გაიხარებენ ტვ პირველი და მსგავსი კანტორები. რა გასაკვირია როტაცია? ფაქტობრივად ერთი კვირის განმავლობაში 3 მატჩი უწევთ და აუტსაიდერ ლეჩესთან თუ სკამიდან დაიწყებს კვარა რა მოხდა? დისლაიქები არ დაინანოთ კვარას ჰეითერებო კომენტარზე :D
kane
15:36 31-08-2022
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული