იტალიური მედია ხვიჩას თადარიგში ვარაუდობს - როტაცია "ნაპოლიში"

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს, 31 აგვისტოს, სერია "ა"-ს მე-4 ტურის მატჩში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" "ლეჩეს" დაუხვდება. Sportall ge-მ მატჩის პრევიუ შემოგთავაზათ, სადაც დატვირთული გრაფიკის გამო გუნდში როტაცია ვივარაუდეთ. ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა სპალეტიმაც ისაუბრა. ახლა კი იტალიური მედია უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, "ლეჩესთან" სასტარტოში ჩრდილომაკედონიელ ელიფ ელმასს ვიხილავთ.

Il mattino და Corriere Della Sera წერენ, რომ "კვარა" თადარიგში იქნება. ასევე ვარაუდობენ, რომ მარცხენა მცველად მარიო რუის ნაცვლად მატიას ოლივეირა ითამაშებს. ასევე სხვა ცვლილებებსაც ელიან.

შეგახსენებთ, გუნდში ახლახან შემტევები რასპადორი და სიმეონე,
ასევე, ნახევარმცველი ნდომბელე ჩაირიცხნენ.

დღევანდელი დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altმატჩის დღე! კვარაცხელია ისევ "სტადიო მარადონაზე" და მშვენიერ ხასიათზე...

მკითხველის კომენტარები / 33 /
შპალერი დაბერდა არაა ხვიჩა და შედეგიც ესაა 1__1
Revaz
02:42 01-09-2022
1
სპალეტი უნდა დარჩენილიყო რუსეთში. 60 წუთზე მთავარი ფეხბურთელი რომ გაგყავს, იმ თამაშში არ იმსახურებ მოგებას. ამ თამაშში ხვიჩას როტაციის აზრი მითხარით.ისედაც 60-70წუთი ათამაშებს და არამგონია მალე გაუზარდოს. გასაგებია, ტრავმისგან იცავს, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, მაგრამ იმდენი თუ არ ათამაშე რამდენიც დაიმსახურა, ფეხბურთელსგან ნუ ითხოვ გოლს და გუნდისგან შედეგს
Haaland
22:19 31-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული