სპალეტის წარუმატებელი ექსპერიმენტი, ხვიჩა შეცვლაზე და "ნაპოლის" დაკარგული ქულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ ვერ სძლია - 1:1.

სპალეტიმ კვარაცხელია ჩემპიონატის პირველ სამ მატჩში სასტარტოში დააყენა და მან 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, ამჯერად კი რაჰმანთან, მარიო რუისთან, ლობოტკასთან, ლოსანოსთან და ზილენსკისთან ერთად სათადარიგოთა შორის დატოვა. მწვრთნელმა როტაციას გადატვირთული კალენდრის გამო მიმართა.

25-ე წუთზე მასპინძელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც 20 წლის კოლომბომ გამოიყენა, თუმცა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი ხელახლა შეასრულებინა და მისი დარტყმული ბურთი მერეტმა მოიგერია. 27-ე წუთზე კი ელმასმა „ნაპოლი“ დააწინაურა. თუმცა მალე კოლომბომ
ანგარიში ულამაზესი გოლით გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მოედანზე ლობოტკა და ზელინსკი შეუშვა, ხოლო 56-ე წუთზე - კვარაცხელია. ქართველმა რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში. “ნაპოლი“ ბევრს და უშედეგოდ უტევდა და ფრეს დასჯერდა. მოკლედ, მწვრთნელის ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.

„ნაპოლი“ 8 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 სექტემბერს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ლეჩე 1:1
გოლები: 1:0 ელმასი (27), 1:1 კოლომბო (31)
გამოუყენებელი პენალტი: კოლომბო (25)

მკითხველის კომენტარები / 41 /
მესხი, მეტრეველი, სტრელცოვი, იაშინი და სხვა საბჭოთა ფეხბურთელები, როგორც ევროპაში მოთამაშე მარადონა, მესი და სხა ასობით სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები, ევროპას არ აღუზრდია. რა თქმა უნდა, თუ მაგარი ხარ მსოფლიო გაგიცნობს. მესხის გვარს, ევროპის სტადიონები სკანდირებდნენ, მაგრამ ევროპას არ აღუზრდია, ევროპამ გამოაჩინა. მატერიალური დაინტერესებით, ევროპა აქ ყოველთვის იგებდა. მეორედ ასეთი სისულელე არ დაწეროთ. დაფიქრდი და მიხვდები.
ტიტე
06:03 08-09-2022
0
უბრალოდ ჩვენ მიკროსკოპით ვაკვირდებით ხვიჩას თამაშს და გვინდა რომ ყოველთვის ძაან მაგრად წარმოაჩინოს თავი თორემ გუშინ ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. რამოდენიმე კარგი და ჭკვიანური პასებიც დაარიგა მაგრამ ცოტა პრობლემატური არის მისი არასაკმარისი მოძრაობა უბურთოდ. სულ ერთ და იგივე ადგილზე რომ მიიღებ პასს და 2 კაცი უკვე ფეხზე გაზის ძნელია იქ რამის გაკეთება. აი მოძრაობაში რომ ბურთს მიიღებ სულ სხვა არის და ეგ მოდის მაშინ როცა უბურთოდ მოძრაობ ბევრს.
გუჯი
13:17 01-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული