ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა

AutoSharing Option
სერია A-ში ბევრ ვარსკვლავს არ გამოუვიდა ისეთი დებიუტი, როგორც კვარაცხელიას. გოლი და ასისტი პირველ მატჩში, დუბლი ერთ კვირაში და ხალხი უკვე ხვიჩაზე საუბრობს, როგორც ფეხბურთელზე, რომლის დახმარებითაც "ნაპოლი" დიდ წარმატებას მიაღწევს.

მუქი ყავისფერი თმა და ჯოჯოხეთი მცველებისთვის, მოედანზე ისე გადაადგილდება, როგორც პატარა აჩრდილი. ნუთუ დადგა ის დღე, როდესაც ნეაპოლელებმა თავიანთი კერპის, დიეგო არმანდო მარადონას მემკვიდრე აღმოაჩინეს? ნუთუ გაშლის ხვიჩაც ფრთებს და მისცემს გულშემატკივრებს ნათელ ოცნებებს?

კვარაცხელიას საფეხბურთო ისტორია ნორმალურ კარიერულ ტრაექტორიას სულაც არ მიჰყვება, განსაკუთრებით, თუ ევროპული გადმოსახედიდან შევხედავთ. საფეხბურთო
სკაუტები ევროპაში "ლა მასიას" მოედნებზე მოთამაშე პატარა ბიჭუნებს ათვალიერებენ, სამხრეთ ამერიკაში კი რიოს მოედნებსა და სანაპიროზე მოღიმარ ვირტუოზებს უყურებენ, რომლებსაც მსოფლიოს გაოცება თავიანთივე ნიჭით შეუძლიათ; საქართველო კი არის ადგილი, რომელსაც არც ერთი აგენტი არ სტუმრობს. ზოგადად, სპორტის ეს სახეობა ყოფილ საბჭოურ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, ძალიან, თუმცა თანამედროვე საფეხბურთო სამყაროში თავი ვერა და ვერ დაიმკვიდრეს, მაგრამ გასული ერთა ლიგის გათვალისწინებით, ეს ქვეყანა ბევრს სასიამოვნოდ და უფრო მეტს არასასიამოვნოდ გააკვირვებს.

2017 წელს ხვიჩას დებიუტი თბილისის "დინამოში" შედგა. შემდეგ იყო "რუსთავი", იქიდან "ლოკომოტივი" და ყაზანის "რუბინი". საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატიდან უცხო გარემოში წასულ ვარსკვლავბიჭუნას ადაპტაცია ოდნავ გაუჭირდა, თუმცა ხასიათი გამოავლინა და მალევე ათამაშდა, განსაკუთრებით, "თათრების" შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს The Guardian-ის 60 გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში მოხვდა და დაინტერესება, არც მეტი, არც ნაკლები, მიუნხენის "ბაიერნისგან" დაიმსახურა.

Sportall.Ge

მივყვეთ "ლოკომოტივისა" და "რუბინის" ისტორიას... მოსკოვურ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა, სეზონის ბოლოს კი გუნდი გამოიცვალა. როგორც მოგვიანებით გავრცელდა, იმდროინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ემოციებისგან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა გაიგო, რომ ხვიჩა მის გუნდში აღარ ითამაშებდა.

"თვალს 15 წლის შემდეგ ვადევნებ... ჯერ კიდევ ყოველდღე მაოცებს" - განაცხადა სპეციალისტმა.

"ლოკომოტივის" შემდეგ "რუბინის" დროც დადგა, გაიტანა სადებიუტო შეხვედრაში, მიიღო მაქსიმალური ნდობა მწვრთნელისგან და L’Equipe-ის 21-ე საუკუნეში დაბადებულ გამორჩეულ ფეხბურთელთა სიაშიც აღმოჩნდა.

ნეაპოლელთათვის ყველაზე რომანტიკული საფეხბურთო ზღაპარი მანათობელი ხვიჩას კაშკაშა ვარსკვლავად გადაქცევა იქნება

2020 წელს ხვიჩა ყაზანელების ლიდერი გახდა, რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო თინეიჯერის სტატუსის მოპოვების შემდეგ კი ყურადღება ევროპის სხვადასხვა გუნდისგან დაიმსახურა, თუმცა გუნდიდან მაშინ წამოვიდა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში, ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში მშვენიერი მატჩები შემოგვთავაზა და გეზი ნეაპოლისკენ აიღო.

Sportall.Ge

სანამ იტალიურ კარიერაზე ვისაუბრებთ, მსოფლიოს საკვალიფიკაციო და ერთა ლიგის მატჩები გავიხსენოთ, მშვენიერი გოლები ესპანეთთან და საბერძნეთთან, დუბლი მრისხანე შვედეთთან, შორეული გასროლა მაკედონიასთან და ელეგანტური თავზე გადაგდება გიბრალტართან - ახალი ვარსკვლავი ვარსკვლავებით გადაჭედილ საფეხბურთო ცაზე სწორედ მაშინ დაიბადა.

ნეაპოლელებმა ზაფხულში კულიბალი, მერტენსი და ინსინიე გაუშვეს. გულშემატკივრებმა საკუთარი გუნდის ძალების რწმენა დაკარგეს, თუმცა გუნდში ქართველი დიდოსტატი ჩამოვიდა და ყველაფერი თავის ადგილზე დააყენა, ამხანაგურ და სადებიუტო შეხვედრაში გაშალა ფრთები და მთელი მსოფლიო თავისი საფეხბურთო მანერებით მოხიბლა.

"მან იცის მოწინააღმდეგის კარის აღების სტრატეგია. ურტყამს როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა ფეხით" - განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ. სპეციალისტმა ისიც თქვა, რომ ჯერ კიდევ დიდი წნეხის ქვეშ თამაშობს და ნამდვილ ხვიჩას მაშინ ვიხილავთ, როცა ზეწოლა მოეხსნება.

შემდეგ წამოვიდა შედარება ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰთან, მოწოდებები "ლივერპულისკენ", რომ "ეგვიპტელი ფარაონის" შემცვლელი უკვე ნეაპოლშია და გამოცდილებას ისრუტავს, ეს შანსი კი ხელიდან არ უნდა გაუშვან...

შემდეგ იყო გუნდის 2 ნაკლებსანახაობრივი მატჩი "ფიორენტინასთან" და "ლეჩესთან". "იებთან" ქართველმა ლოზანოს ჩინებული პასი გაუკეთა, თუმცა მექსიკელმა მიზანს ვერ მიაღწია...

ბოლოს "კვარა" რომის "ლაციოს" ესტუმრა... არ შემდგარი 2 მატჩის შემდეგ ხვიჩა მოედანზე როგორც სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელი ისე წარსდგა და მინიჭებული სტატუსიც ასმაგად გაამართლა, დიდებული მოძრაობები, დრიბლინგი მაღალ სისწრაფეზე, შორეული გასროლა და რაც მთავარია უმნიშვნელოვანესი გოლი...

და მაინც, ვინ არის "კვარადონა"? შესწევს მოღიმარ ბიჭუნას ნეაპოლური დიდების უკან დაბრუნება? შეძლებს დიეგო არმანდო მარადონას მოედანზე საფეხბურთო სპექტაკლების გამართვას? ამას ერთად ვნახავთ... ამის შანსი მართლაც რომ ძალიან დიდია...

მომზადებულია theboar-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 34 /
რამდენიმე წუთის წინ სერია ა მ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ხვიჩა და ფრთხილად მიიღეთ ეგ ინფორმაცია, გულები არ გაგისკდეთ, ვინც ფიორესთან უგოლო თამაშის გამო ლანძღავდით :))
იმ ჩემპიონატში, სადაც ვარსკვლავები თამაშობენ, გუშინდელი მისული პატარა ბიჭი სახელდება საუკეთესოდ.
მიდით აბა ანთხიეთ ბოღმები!!
სერია ა ს გვერდზე შევარდნები არ დაგავიწყდეთ, ხვიჩას ნუ აპიარებთ, ჯერ არაფერი ფეხბურთელი არააო, ეგეც მიუწერეთ. წარმატებები!
Winter
16:09 02-09-2022
1
ხვიჩას ახლა სასწრაფოდ ნაკრებში თამაში ჭირდება. საკუთარი ეგოს ბოლომდე საპოვნელად. რომ იგრძნოს შინაური გარემო. ნახავთ სექტემბრის სანაკრებო თამაშების მერე იტალიაში რა დღეში შეიყვანს მცველებს. ღმერთი შენსკენ ჩვენო იმედო.
roma bejanidze
08:32 03-09-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული