"ვალენსიამ" სოლერი გაყიდა, მამარდაშვილი კი პირველ გუნდში დაარეგისტრირა

AutoSharing Option
"ვალენსიამ"  გიორგი მამარდაშვილი პირველ გუნდში დაარეგისტრირა. აქამდე ის ოფიციალურად მეორე გუნდის მეკარედ ითვლებოდა, ახლა კი ხელშეკრულებას 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ და მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევრო იქნება.

"ვალენსიამ" 27 წლის ნახევარმცველი კარლოს სოლერი პსჟ-ს 18 მილიონად მიჰყიდა და კიდევ 3 მილიონს ბონუსების სახით მიიღებს. გასულ სეზონში მან ლა ლიგის 32 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. 30 აგვისტოს სოლერმა "ღამურებში" ბოლო შეხვედრა "ატლეტიკოსთან" ჩაატარა და ანტუნ გრიზმანმა მისგან რიკოშეტით გამარჯვების გოლი გიტანა.

"რომამ" 23 წლის
ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯასტინ კლუივერტი ამჯერად იჯარით "ვალენსიაში" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლებით გაუშვა. გასულ სეზონში მან "ნიცაში" 24 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

"ვალენსიამ" "ბარსელონას" აღზრდილ 19 წლის ნახევარმცველ ილაიშ მორიბას იჯარა ერთი წლით გაუხანგრძლივა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
კავანი დაიმატეს
vasia
21:14 02-09-2022
0
ზოგს ალბათ გაუხარდება 100 მილიონის გამოსასყიდი,მაგრამ რაც ხვიჩას შემთხვევაში მოხდა შარშან,წასვლა რომ უნდოდა და 20 მილიონი მოითხოვეს,ახლაც იგივე შეიძლება გათამაშდეს.გუნდს ორი ფეხბურთელი ჰყავდა და ორივე გაყიდა.რეალურად ძალიან სუსტი შემადგენლობაა და გიოს მსურველი რომელიმე დიდი კლუბი რომ გამოჩნდეს,100 მილიონს რომ მოსთხოვენ,ბევრი გადაიხდის?არავინ არ გადაიხდის და გიოც ისეთივე ჭაობში ჩაიფლობა, ხვიჩა რომ იყო შარშან.გიორგი, ახლა,რამდენიმე წელი,ორივე ფეხითაა გაბმული.
სოსო
21:11 02-09-2022
29

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული