საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-7 ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ანსის“, რომელიც 81-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა, ვერ სძლია - 0:0.
მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ბევრი მომენტი ვერ შექმნეს და ფრეს დასჯერდნენ.
მიქაუტაძემ სრულად ითამაშა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
„მეცი“ 11 ქულით მე-7 ადგილზეა, ლიდერ "ამიენს" 3 ქულით ჩამორჩება და 12 სექტემბერს „გინგამს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრას გიორგი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.