ალვინის ლოჩოშვილის თამაშის იმედი აქვს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილის "კრემონეზე" "სასუოლოს" უმასპინძლებს. ქართველმა მცველმა 31 აგვისტოს "ინტერთან" გასვლით მატჩში ტრავმა გაიმიზეზა და 67-ე წუთზე შეცვალეს.

ლოჩოშვილი "კრემონეზეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ განაცხადში შეიყვანა და პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ლუკას თამაში საეჭვოა, ვინაიდან თავის არეში ტრავმირებულ ადგილზე დარტყმა მიიღო, მაგრამ იმედი აქვს, რომ მოედანზე გავა.

მატჩი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე. ეს რა იყო?! საქართველოს ჩემპიონატის ნებისმიერი თამაში უკეთესია! სუფთა სვარკა! საშინელება. არც პასი, არც დრიბლინგი, არც დარტყმა კარებში.

ხალხი მაინც დადის სტადიონზე, მღერიან, გულშემატკივრობენ. თელავი და გორი (საწყენად არ ვამბობ) უკეთესად თამაშობენ. უბრალოდ ცხოვრება წყნარი და უზრუნველყოფილი აქვთ და ერთობიან.

ერთს დავამატებ. ლუკა უშეცდომოა, მაგრად თამაშობს, მაგრამ კრემონეზე ნაღდად გავარდება.
Alexandre
16:28 04-09-2022
0

სიახლეები პოპულარული