კვარაცხელია მოედანზე მთავარი პირი იყო - "ლივერპულთან" იმავე განწყობით!

AutoSharing Option
ყოველთვის ვცდილობთ, კვარაცხელიას თამაშს, აღფრთოვანების პარალელურად, კრიტიკული ელემენტებიც არ მოაკლდეს, რადგან ვიცით, ხვიჩას კიდევ უფრო მეტი შეუძლია და ამის გამოც ვფრთხილობთ, მან თავისი მაქსიმუმის შესახებ ნაადრევად არ ირწმუნოს. ამის მიუხედავად, არის მატჩები, როცა მხოლოდ უნდა დატკბე.

"ნაპოლის" ქართველი შემტევის თამაშში ყველაფერი ვნახეთ - ტექნიკის დემონსტრირება, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ფინტები, ართმევაზე თამაში და გოლი!  ხვიჩათი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა მარადონა "ჯუნიორი", რაც ცოტას არ ნიშნავს...

Sportall.Ge

წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ მთავარ მწვრთნელ სპალეტის კვა
რაცხელიას ირგვლივ თამაშის მეტად აწყობასა და შესაბამის სტრატეგიაზე უნდა ეფიქრა. რაც ვნახეთ, ახლა მარცხენა ფლანგი უფრო დაიტვირთა, ვიდრე გასულ მატჩებში. ხვიჩა ისევ რამდენიმე ფეხბურთელის გარემოცვაში ექცეოდა. "ლაციოელებმა" თამაში ძალიან აქტიური პრესინგით დაიწყეს და მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. დროთა განმავლობაში ნეაპოლელებმა მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში მოახვიეს, "კვარაც" უფრო ლაღად ათამაშდა, სივრცეები მეტად იპოვა და მოედანზე მთავარი პირი გახდა. დიახ, ის და არა თუნდაც რომაელთა სერბი ლიდერი მილინკოვიჩ-სავიჩი.

Sportall.Ge

ვცდილობთ, შეფასებაში მაქსიმალური თავშეკავება გამოვიჩინოთ, თუმცა ვხედავთ ავტორიტეტული "გაზეტას" პოსტერს, სადაც კვარაცხელიასა და მარადონას ერთგვარი მიქსია ასახული. ხვიჩა წამყვანი გამოცემების გარეკანზეა. ამ ბიჭმა მართლაც ბევრი რამ გაიარა, ცოტა ხნის წინ ერის მოღალატედაც კი შერაცხეს (ჯერ არ დაგვვიწყებია) და ამ საყოველთაო აღმაფრენასაც შესაბამისად შეხვდება. სპალეტიმ თქვა კიდეც, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, თუმცა მოედანზე როცა შედის, სულ სხვა ხდებაო...

სუბიექტურობისგან დაცლილებსაც იმავეს თქმა შეგვიძლია, რაც მანამდე - კვარაცხელია ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ძალაა. უკვე ის განცდა რჩება, რომ როგორ ცუდადაც უნდა მისდიოდეს გუნდს თამაში, ქართველი ფეხბურთელი თავის სიტყვას მაინც იტყვის. ასე იყო "ლაციოსთან" - ხვიჩა თითქოს ცოტათი ანერვიულდა, რადგან ჯერ შედევრამდე ცოტა დააკლდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ვერ იყენებდა, ერთხელ უსამართლოდაც დააჯარიმეს, მაგრამ მას სჯეროდა და გაიტანა. ასეთი განწყობით იქნება ის "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზეც. იურგენ კლოპი საკმაოდ ბევრს იფიქრებს იმაზე, როგორ შეაჩეროს იტალიელთა მარცხენაფლანგელი...

Sportall.Ge

კვარაცხელიამ სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში პოზიტიური დღის წესრიგი შემოგვიტანა. ისევ გამოჩნდა ხალხი, ვინც ამ საყოველთაო აღტაცებას ბანალურს უწოდებს. ჩვენ მათი ხსენებით ვინმეზე მაღლა დადგომას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვიკვირს, ჩასაფრებული იყო ადამიანთან, რომელსაც ამდენი სიხარულის მინიჭება შეუძლია.

ხვიჩას დამატებით არ დავძაბავთ, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი დაბრუნება და კვლავ ქართული გოლი "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს ყველაფერი შეკვეთით არ ხდება, არც ფეხბურთი შედგება მხოლოდ ამ დეტალისგან. ახლა ამ შეხვედრამდე ყველანი წამებს ვითვლით და ბოლომდე არ გვჯერა, ჩვენ თავს რაც ხდება - დიდ ფეხბურთში დიდი ნიჭით ვართ!

altხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია [VIDEO]

altსპალეტი კვარაცხელიაზე: მოკრძალებულია, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის...

მკითხველის კომენტარები / 37 /
ვისაც გაგეხარდათ ჩემი გუშინდელი გოლი, გენაცვალეთ ყველას!!!!!!!!!!!
თქვენი, ხვიჩა კვარაცხელია!!!!!!!!!!!!
04 სექტემბერი 2022 16:26
3
ხვიჩა, შენ გენაცვალეთ ჩვენ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
zura
04 სექტემბერი 2022 18:43
0
დისლაიქზე შემთხვევით დამეჭირა,ვერ გამოვზომე...
გომორძგუა მარგალეფც
05 სექტემბერი 2022 01:01
0
მადლობა ყველას ამხელა მხარდაჭერისთვის, შევეცდები თქვენი იმედები გავამართლო , გენაცვალეთ გულში.
ხვიჩა კვარაცხელია
04 სექტემბერი 2022 22:24
0
ბავშვობაში რომ თბილისის დინამოს მატჩების ლოდინში დღეებსა და საათებს ვითვლიდი, 45 წლის მერე იგივე მეორდება, ოღონდ ახლა ნეაპოლის ნაპოლის თამაშებზე მემართება ეგ მოახლოების სიხარულის განცდა...
ნეტა, რატომ?..
ბესო შიოშვილი
05 სექტემბერი 2022 02:34
0
ხვიჩა, ქართული ფეხბურთის ლოკომოტივი ხარ!
ლაშა
05 სექტემბერი 2022 09:51
1
როგორ მწყდება გული იმაზე,რომ კვარაცხელიას ფენომენს ვერ მოესწრო დიდი დიეგო! ძალიან მაინტერესებს რას იტყოდა იგი ხვიჩაზე და როგორი იქნებოდა მათი შეხვედრა!
ეჰ
04 სექტემბერი 2022 18:03
0
ხვიჩას მშობლებს დიდი მადლობა!
საამაყო ფეხბურთელი და სამაგალითო ქართველი გაზარდეს.
ქ. გ.
04 სექტემბერი 2022 17:33
0
ქართველები მუდამ დაუფასებლები რომ ვართ.. ლეაოს 150 მილიონს აფასებს მილანი და კვარა 10 უნდა ღირდეს? მაგრამ წლის ბოლოს მჯერავს კვარას ფასი გაათმაგდება
რონი
04 სექტემბერი 2022 16:00
1
ისე პოლიტანოზე რა აზრის ხართ? ჩემი აზრით ლოზანოზე ბევრად პროდუქტიულია და ხვიჩასთვის უფრო ხელსაყრელ ფეხბურთს თამაშობს ( როგორც გუნდისთვის) ლოზანო უბრალოდ სახელია ჯერჯერობით. ანელებს შეტევებს და მეტიქეს მცველებს დროს აძლევს ოსიმენიზე და კვარაცხელიაზე გადაეწყონ. საპირისპიროდ პოლიტანოს თავის სწრაფი რეიდებით გადაყავს თავის თავზე მცველები და სხვებს სივრცეები ექმნებათ.
დავითი
04 სექტემბერი 2022 16:17
2
ჩემი პირადი აზრით ამ სეზონში ნაპოლიმ რაც თამაშები ჩაატარა ყველაზე ცუდი ლოზანო იყო. პოლიტანოს კი შანსი უნდა მიეცეს აუცილებლად და ლოზანო თუ არ მოვა გონს დაჯდება სკამზე.
აკო
04 სექტემბერი 2022 17:48
0
ეხლა ნახეთ როცა ზურიკო დავითაშვილი, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი წიტაიშვილი,საბა ლობჟანიძე, ოთო კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი შენგელია და სხვები რო ათამაშდებიან ვარსკვლავურ დონეზე წარმოიდგინეთ რა შედეგებს დავდებთ ევრო და მსოფლიო მუნდიალალებზე მამარდასთან, კაშოსთან და სხვებთან ერთად!
ბათუმელი ექსპერტი
04 სექტემბერი 2022 14:28
6
სანამ გვერდი იტვირთება, არ დააჭიროთ ლაიკს (მოწონებას).
თორემ ლაიკის ნაცვლად შეიძლება გამოვიდეს დისლაიკი.
ქ. გ.
04 სექტემბერი 2022 18:12
3
ლივერპულთან საგოლე პას გააკეთებს
beqa
04 სექტემბერი 2022 14:28
0
და გოლსაც თხრის☝️
mirosan
04 სექტემბერი 2022 15:43
0
მე არასდროს დამავიწყდება რაც იკადრა ზოგიერთმა ხვიჩას მიმართ იმ ცუდ დღეებში. ახლა რომ აფანატებენ ნიშნის მოგებითაც არავისთვის მითქვამს, აი შენ ადრე რას ამბობდითქო, უბრალოდ გულნატკენია რაც მოხდა.
იმ აზრს ვერავინ შემიცვლის, რომ ჩემი ქვეყნის ტალანტის რუსეთში თამაში არ მინდოდეს, და ამას ყოველთვის ვაფიქსიერებდი მაგრამ რაც იმათმა იკადრეს, კანდელაკთან და ლამის ორჯონიკიძესთან შედარებები, ეს იყო სრული სიბინძურე და იმ დღეებში ვფიქრობდი ამას უბრალოდ ვერ გაუძლებსთქო, მაგრამ გაუძლო და დღეს ისევ გვახარებს.
როგორ შეიძლება ამ ადამიანს ელემენტარული დისკომფორტი შეუქმნა თავისი ქვეყნისგან არმესმის.
ეგ ხალხი ახლაც არსებობს და ზოგი ირონიული პოსტებით ისევ ცდილობს მის დაკნინებას, მაგრამ ამას გადავიტანთ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი.

პ.ს პარტიებისგან შორს მყოფებს მივიჩნევ მხოლოდ საზოგადოების ჯანსაღ ნაწილად.
Skeleton
04 სექტემბერი 2022 15:38
4
"დაყენდი" ზე გეტყობა რა ადამიანიც ხარ და რა ზრდილობა-ინტელექტის მატარებელი :)
წაკითხულის გააზრება რომ არ შეუძლიათ ისეთებთან დიალოგში არ შემოვდივარ.
Skeleton
05 სექტემბერი 2022 02:24
0
ერთერთი ეგეთი არის "winteri" მე ძალიან კარგად მახსოვს როგორ ბოღმიან კომენტარებს წერდადა უფრო უარეს შხამიან კომენტარებს ეთანმებოდა @ და ეხლა გახდა ვითომ "ხვიჩას ფანი" @ რაც შეეხება რუსეთში თამაშს და ვარჯიშს-ხვიჩას რუსეთის ვირული ვარჯიშები რომ არ გაევლო ეხლა ამის ნახევარსაც ვერ ითამაშებდა და დიდი ეჭვი მაქვს ტრამვებსაც მიიღებდა წამდაუწუმ ! აგერ წავიდნენ პირდაპირ ევროპაში ჭანტურია ყენია მჭედლიძე ჩაკვეტაძე კიტეიშვილი და კარგად ვნახეთ რა დაემართათ და რა ემართებათ @@
zura222
04 სექტემბერი 2022 20:29
5
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული