"ნაპოლის" ქართველი შემტევის თამაშში ყველაფერი ვნახეთ - ტექნიკის დემონსტრირება, არაორდინარული გადაწყვეტილებები, ფინტები, ართმევაზე თამაში და გოლი! ხვიჩათი კიდევ ერთხელ აღფრთოვანდა მარადონა "ჯუნიორი", რაც ცოტას არ ნიშნავს...
წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, რომ მთავარ მწვრთნელ სპალეტის კვა
ვცდილობთ, შეფასებაში მაქსიმალური თავშეკავება გამოვიჩინოთ, თუმცა ვხედავთ ავტორიტეტული "გაზეტას" პოსტერს, სადაც კვარაცხელიასა და მარადონას ერთგვარი მიქსია ასახული. ხვიჩა წამყვანი გამოცემების გარეკანზეა. ამ ბიჭმა მართლაც ბევრი რამ გაიარა, ცოტა ხნის წინ ერის მოღალატედაც კი შერაცხეს (ჯერ არ დაგვვიწყებია) და ამ საყოველთაო აღმაფრენასაც შესაბამისად შეხვდება. სპალეტიმ თქვა კიდეც, ძალიან თავმდაბალი ბიჭია, თუმცა მოედანზე როცა შედის, სულ სხვა ხდებაო...
სუბიექტურობისგან დაცლილებსაც იმავეს თქმა შეგვიძლია, რაც მანამდე - კვარაცხელია ამ "ნაპოლის" ერთ-ერთი მთავარი ძალაა. უკვე ის განცდა რჩება, რომ როგორ ცუდადაც უნდა მისდიოდეს გუნდს თამაში, ქართველი ფეხბურთელი თავის სიტყვას მაინც იტყვის. ასე იყო "ლაციოსთან" - ხვიჩა თითქოს ცოტათი ანერვიულდა, რადგან ჯერ შედევრამდე ცოტა დააკლდა, მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ვერ იყენებდა, ერთხელ უსამართლოდაც დააჯარიმეს, მაგრამ მას სჯეროდა და გაიტანა. ასეთი განწყობით იქნება ის "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზეც. იურგენ კლოპი საკმაოდ ბევრს იფიქრებს იმაზე, როგორ შეაჩეროს იტალიელთა მარცხენაფლანგელი...
კვარაცხელიამ სოციალურ ქსელებსა და რეალურ ცხოვრებაში პოზიტიური დღის წესრიგი შემოგვიტანა. ისევ გამოჩნდა ხალხი, ვინც ამ საყოველთაო აღტაცებას ბანალურს უწოდებს. ჩვენ მათი ხსენებით ვინმეზე მაღლა დადგომას არ ვაპირებთ, უბრალოდ გვიკვირს, ჩასაფრებული იყო ადამიანთან, რომელსაც ამდენი სიხარულის მინიჭება შეუძლია.
ხვიჩას დამატებით არ დავძაბავთ, გვინდა ჩემპიონთა ლიგაზე ხმაურიანი დაბრუნება და კვლავ ქართული გოლი "ლივერპულის" კარში, მაგრამ ეს ყველაფერი შეკვეთით არ ხდება, არც ფეხბურთი შედგება მხოლოდ ამ დეტალისგან. ახლა ამ შეხვედრამდე ყველანი წამებს ვითვლით და ბოლომდე არ გვჯერა, ჩვენ თავს რაც ხდება - დიდ ფეხბურთში დიდი ნიჭით ვართ!
ხვიჩას რომაული სპექტაკლი - წინ "ლივერპულთან" მატჩია [VIDEO]
სპალეტი კვარაცხელიაზე: მოკრძალებულია, მაგრამ როდესაც მოედანზე გადის...