თურქეთის სუპერლიგის მეხუთე ტურში გიორგი ბერიძის "ანკარაგიუჯიუ" სახლში 2:3 დამარცხდა ლიდერ "ბეშიქთაშთან".
ბერიძემ დუბლი შეასრულა. მას აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი.
ანკარულ გუნდს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 1 ქულით აუტსაიდერია და 11 სექტემბერს სტუმრად "ალანიასპორს" დაუპირისპირდება.