"ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტები ხვიჩას თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში "ნაპოლიმ" "ლივერპულს" უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, ქართველმა "სქაუზერების" წინააღმდეგ შედეგიანი გადაცემა მიითვალა და რამდენიმე ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა.

საფეხბურთო ლეგენდები "კვარასადმი" აღფრთოვანებას ვერ მალავენ, გთავაზობთ მათ კომენტარებს:

"გარდა იმისა, რომ "ნაპოლიმ" დიდი ანგარიშით მოიგო, არ უნდა დაგვავიწყდეს გაცუდებული თერთმეტმეტრიანი, კვარაცხელიამ "ლივერპულის" მარცხენა ფლანგი უბრალოდ ჩამოშალა და მე-3 გოლი მისი დამსახურებით გავიდა" - მაიკლ ოუენი.

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "პარტენოპეიმ" ამ ზაფხულს ბათუმის "დინამოდან" ხვიჩას შესაძენად მხოლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადა"
- ფაბრიციო რომანო.

"რა ჰქვია ამ ბიჭს? "კვარადონა". მან დღეს "ლივერპულს" საკუთარი ადგილი მიუჩინა. რა თქმა უნდა, ძალიან ტექნიკურია, მაგრამ გულშემატკივრებს მხოლოდ ამის გამო არ უყვართ, ის გუნდს რაღაც სხვას, განსაკუთრებულს სძენს" - ტიერი ანრი.

"საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელია. მისი თამაში უქმეებზე "ლაციოს" წინააღმდეგ ვნახე. შესანიშნავი იყო. მის წინააღმდეგ თამაში ისეთივე რთულია, როგორც მისი გვარის წარმოთქმა" - გარი ლინეკერი.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

altხვიჩას ჩინებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე და საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "ლივერპული" დაჯაბნა [VIDEO]

altხვიჩას დიდებული საგოლე პასი - "ნაპოლი" "ლივერპულს" 3:0-ით ამარცხებს [VIDEO]

altწინ ხვიჩა, დიდებისკენ მიმავალი გზა ახლა იწყება...








მკითხველის კომენტარები / 15 /
ოუენი, ენრი, ლინეკერი, იმ დღეს ბენიტესი და დელ პიერო. ავიდა ცაში ხვიჩია.
მთავარია ეხლა თავში არ აუვარდეს და შრომა გააგრძელოს, გუშინ ფანტასტიური მატჩი იყო, მაგრამ კიდევ შეუძლია მომატება, დარბაზიდან არ უნდა გამოვიდეს და ფიზიკა უნდა მოუმატოს, გამოცდილებაც დაემატება და ეგაა.
მეგრელი
08 სექტემბერი 2022 11:29
1
ლივერპულის ვარსკვლავებით გადატენილ გუნდს რომ აფორთხიალებ მაგარი ხარ აბა რა ხარ! არავის გაგვიკვირდა აქ საქართველოში, სანაკრებო დონეზე ესე აცურავებდა მცველებს და საქართველოს ნაკრებისგან განსხავებით საკლუბო დონეზე უფრო ადვილია მაღალ დონეზე თამაში, როცა უმაღლესი დონის გუნდელები გყავს. მცველი შემეცოდა რა დღეში ჩააგდო და ფაბინიო მოედნის ცენტრში პატარა ბავშვით აცურავა.
zaza
08 სექტემბერი 2022 11:16
0
ვირჯილი გაერიდა და ხელები გაასავსავა იმათ ყურებაში. DDD

https://twitter.com/i/status/1567614847222677505
G.LA
08 სექტემბერი 2022 12:08
0
ვეოლოდები კლოპის სგან კვარას ყიდვის მცდელობებს.
იმერელი
08 სექტემბერი 2022 11:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული