შოთა არველაძემ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "დღის ამბების" პირდაპირ ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"საოცარი შერწყმაა ძალის, ფიზიკური მონაცემების, შრომისმოყვარეობისა და ტალანტის - ყველა ერთად იშვიათობაა ქართულ ფეხბურთში. ცოტა არაორდინარული გადაწყვეტილებები აქვს, რაც გვაოცებს".
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ხვიჩას "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა. "კვარამ", თავის მხრივ, მესამე გოლი ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.