მშვენიერ ფორმასა და ხასიათზე მყოფი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის სერია "ა"-ს მე-6 ტურს გახსნის. ნეაპოლელები "სტადიო მარადონაზე", სადაც რამდენიმე დღის წინ "ლივერპული" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხეს, "სპეციას" დაუხვდებიან. ლუკა გოტის გუნდი საკმაოდ ბრძოლისუნარიანია. მათ 5 მატჩის შემდეგ ამდენივე ქულა აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ლუჩანო სპალეტის წინაზე განხორციელებული
"სპეცია" 3-5-2 ტაქტიკით გამოდის და დაცვით ხაზში საკმაოდ ხისტად თამაშობს. 22 წლის შვედი ემილ ჰოლმი, რომელიც მთელ მარჯვენა ფლანგს იბარებს, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას მეურვეობა დასჭირდება, წინა ორ ტურში გააფრთხილეს და არც 28 წლის განელის, ემანუელ გიასის გამოჩენაა გამორიცხული. რაც შეეხება მარჯვენა ცენტრალურ მცველს, ამ პოზიციაზე ძირითადად, 23 წლის ბულგარელ პეტრო ხრიაკოვს ვაწყდებით. გუნდშია "ჩელსის" ყოფილი უკანახაზელი ეთჰან ამპადუ. "სპეციაში" ცოტა ხნის წინ "მილანიდან" იჯარით პაოლო მალდინის შვილი, დანიელი გადავიდა, თუმცა 20 წლის ფორვარდი ტრავმირებულია და რამდენად მოახერხებს მომჯობინებას, რთული სათქმელია.
"ნაპოლისა" და "სპეციას" შეხვედრა დღესს, 10 სექტემბერს, თბილისის დროით საკმაოდ ადრე, 17:00 საათზე (სხვათა შორის, მანამდე 1 საათით ადრე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "რაიოს" ესტუმრება) დაიწყება და მას ალბერტ სანტორო განსჯის, რომელიც ცოტა ხნის წინ "ინტერი" - "სპეციას" (3:0) არბიტრი იყო. შეგახსენებთ, "ნაპოლის", "მილანის" მსგავსად, 11 ქულა აქვს და ლიდერ "ატალანტას" 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, სერია "ა"-ს 5 ტურში 4 გოლისა და 1 შედეგიანი პასის ავტორია.
"ჩვენი ყოჩაღი სკვინჩა" - კვარაცხელიას ვარსკვლავი ასე დაიბადა...
?