ამჯერად "კვარას" შესახებ ინგლისური გამოცემა Liverpool.com წერს და დანანებით აღნიშნავს, რომ იურგენ კლოპს ქართველი ხელიდან არ უნდა გაეშვა.
"ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში დებიუტის მქონე ფეხბურთელს სამწუხაროდ ლურჯი ფორმა ეცვა და არა წითელი, ყველაფერი სხვანაირად რომ განვითარებულიყო, შესაძლოა, ამ შეხვედრაში მოწინააღმდეგე გუნდის მხარეს ყოფილიყო და "ლივერპული" ამხელა სხვაობით არ განადგურებულიყო, ქართველი ფეხბურთელის თამაშმა უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა მაშინ, როდესაც "ნაპოლიმ" "ლივერპული" პირწმინდად დაამარცხა.
მიუხედავად მრისხანე
მაგრამ ეს არ ყოფილა "კვარას" პირველი გაელვება, 21 წლის ფეხბურთელს მეტოქის გაქვავების უნარი აქვს, ასევე ყურადღება მისმა ენერგიულობამაც მიიპყრო, მესამე გოლის დროს, დაუნდობელი პრესინგით ჯო გომესი გაანადგურა.
როდესაც ხვიჩა შეცვალეს, ეს მთელი "ლივერპულისთვის" წყალობა იყო, შესაძლოა, იურგენ კლოპი სამომავლოდ მის დამატებას განიხილავს.
უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაში გადასვლის შემდეგ, კვარაცხელიას ანგარიშზე 6 შეხვედრაში 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა, საშუალოდ თამაშში 1.41 საგოლე მოქმედებას ასრულებს, გულშემატკივრებმა კი ზედმეტსახელად "კვარადონა" შეარქვეს.
იტალიურმა გუნდმა გარემარბში სულ რაღაც 9 მილიონი ფუნტი გადაიხადა, როდესაც ბათუმის "დინამოდან" შეიძინა, "პარტენოპეი" ამ გარიგების წყალობით დიდ მოგებას მიიღებს, ხვიჩა უნიკალური პროფილის მქონე ფეხბურთელია და ის ნამდვილად მოერგება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს, მათ შორის "ლივერპულს".
ქართველი, რა თქმა უნდა, მომავლის ფეხბურთელია, გასულ წელს, "კვარამ" კლოპი დაასახელა მწვრთნელად, რომელთან მუშაობასაც ყველაზე მეტად ისურვებდა, ეს "რუსთავი 2" -ის ეთერში მოხდა:
"ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო იურგენ კლოპთან მუშაობა იქნება, ჩემი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ" - განაცხადა ხვიჩამ.
"ლივერპული" სწორედ ის კლუბია, რომელსაც შეუძლია კვარაცხელიასთვის ორივე ოცნება რეალურად აქციოს, მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლი" ადვილად არ შეელევა, "წითლებმა" ყველაფერი უნდა გააკეთონ, მის გადმოსაბირებლად, თუკი ხელმისაწვდომი იქნება და "ბარსელონას" ან მადრიდის "რეალს" არ მიაშურებს" - წერს ბრიტანული გამოცემა.
შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას დღეს, "სპეციას" წინააღმდეგ გამართავს, მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
თავში არ აუვარდეს- როგორც გვჩვევია ქართველებს დიდ ფულს როცა ,,მოვღუნავ,,-თ და... მაგის დროც მოვა.
2-3 სეზონი იტალიაში აუცილებლად უნდა დარჩეს- ფიზიკურად კიდევ უფრო მომძლავრდება და მერე ...