კვარაცხელიამ ამჯერად ვერ გაიტანა - "ნაპოლიმ" ძლივს მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სპეცია“ 1:0 დაამარცხა.

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან აქტიური იყო, დებიუტში ორ მცველს გასცდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი დაბლოკეს, შემდეგ ორჯერ გატანა მეკარე დრაგოვსკიმ არ დაანება. სტუმრები დიდი ძალებით იცავდნენ თავს, ნეაპოლელთა მწვრთნელმა სპალეტიმ შესვენების შემდეგ ცვლილებებით სცადა შეტევების გაძლიერება, ხვიჩა 67-ე წუთზე სიმეონეთი შეცვალა. ამის შემდეგ "ნაპოლიმ" რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 89-ე წუთზე კი რასპადორიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

„ნაპოლი“ 14 ქულით ლიდერია და 13 სექტემბერს ჩემპიონთა
ლიგაზე გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება, 18 სექტემბერს კი იტალიის პირველობის მეშვიდე ტურში გასვლაზე „მილანს“.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“.

ნაპოლი - სპეცია 1:0
გოლი: რასპადორი (89)

მკითხველის კომენტარები / 39 /
ხვიჩამ ამჯერად ვერ გაიტანაო და არ ჯობდა დაგეწერათ მაგრად ითამაშაო? რატომ უნდა გაეტანა მაინცდამაინც
კაპიტან გარდენბურგი
00:06 11-09-2022
3
არა რაა,მაგარი ბიჭია მაგარი! მეტი და მეტი შრომა და მუსაობა კვარა და უფრო მაგარი და ბევრი შედეგი იქნება.გენაცვალეეეეე.
გეგი
20:29 10-09-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული