Fichajes: კვარაცხელიას სამსახურით "რეალი" დაინტერესდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თავისი საყვარელი გუნდის, "რეალის" ინტერესის სფეროში მოექცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Fichajes-ი თავის პირად წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ქართველმა "რეალში" შეიძლება მარკო ასენსიო შეცვალოს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულმდე აქვს გაფორმებული და დიდი ალბათობით მადრიდულ კლუბს დატოვებს.

"რეალი" ქართველის თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში დააკვირდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიმართოს თუ არა ტრანსფერზე "ნაპოლის".

მკითხველის კომენტარები / 26 /
რეალის ფანი ვარ თავად, რეალი ვისაც მოინდომებს და ხელს დაადებს ყველა მისი გახდება, გამორიცხულია თუ მოუნდა ვერ წაიყვანოს მაგრამ ამ ეტაპზე ეგ საერთოდ არ მინდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი მინახავს რეალის დაღუპული.
მხოლოდ ერთი მაგალითიც საკმარისი, ხამეს როდრიგესი 2014 წლის მსოფლიოზე რომ გამოჩნდა და გაიბწყინა, უნიჭიერესი და უმაგრესი ფეხბურთელი იყო მაშინ, 23 წლის, ძალიან ახალგაზრდა და თქვა თავისი გულწრფელობით რომ რეალი მისი ოცნების გუნდი იყო, როცა რეალის მხრიდან ინტერესზე ჰკითხეს. 80 მილიონად იყიდა რეალმა მონაკოდან, თავიდან მართლაც კარგად დაიწყო, ლამაზ გოლებს იტანდა რეალში, მაგრამ როგორც კი ტრავმა მიიღო, იქედან დაბრუნებული უკვე აღარც ათამაშეს და სკამზე დასვეს. ზიდანის მოსვლის მერე კი საერთოდ აღარ ეძლეოდა დრო, ისკოს ათამაშებდნენ მის მაგივრად და ხამესი საერთოდ გააფუჭეს.
მიუხედავად იმისა რომ მადრიდის რეალი მიყვარს, ნამდვილად ვერ გავიმეტებ ჩემს საყვარელ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ამ შემთხვევაში კვარას, იქ სათამაშოდ.
თქვენი არვიცი და მე ასე ვფიქრობ.
Spain
11:06 11-09-2022
5
ხვიჩას ოცნება
ასეა
08:25 11-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული