"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსსაც", თუმცა... - კახა კალაძემ კვარაცხელიას ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა

AutoSharing Option
კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" საუბარში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. თბილისის მერმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის დეტალები გაამხილა და ისურვა, რომ "კვარა" ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში იხილოს:

"მქონდა საუბარი ჯენარო გატუზოსთან, როდესაც ის "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი იყო. მაშინაც კი გადაწყვეტილი იყო, როდესაც ხვიჩა "რუბინში" თამაშობდა, უბრალოდ მოლაპარაკება ვერ ხდებოდა იმაზე, თუ რა თანხად უნდა ეყიდათ კვარაცხელია.

"მილანს" ინტერესი ჰქონდა, ასევე, "იუვენტუსიც" დაინტერესებული იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, "ნაპოლი" მაინც უფრო ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან. მინდა, მას გულწრფელად წარმატება ვუსურვო და კიდევ უფრო ესახელებინოს
ჩვენი ქვეყანა... კიდევ უფრო მეტი გამარჯვება და რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მინდა ვიხილო ხვიჩა კვარაცხელია", – განაცხადა კალაძემ.

მკითხველის კომენტარები / 26 /
ლიგის თასი მხოლოდ ოქროს ბურთიც კვარა
ემიგრანტი
10:56 12-09-2022
1
როგორ დაკარგეთ სირცხვილი, ნამუსი, და ბოლოს მახსოვრობა!!! კალამ სრულიდ დაიპყრო რომი, მთელი იტალია შეყვარებული იყო და არის მასზე ბნელებოოო!!! როგრო უნდა შეშურდეს ეაც მას ოფლი უღვრია სხვისი??? ქართველის??? სულ რაღაც 5 წლის წინ უფასოდ მომსახურენ რომ გაიგეს კალას ქვეყნიდან ვიყავი!!!! და ბევრი რამ გადამხად რაც კალას სახლეს უკავშირდება და რომში დამეხმარა!!!!
-------------------
14:06 12-09-2022
30

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული