"რეინჯერსთან" მატჩამდე კვარაცხელიამ კომენტარი შოტლანდიურ მედიასთან გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსთან" მატჩის წინ კომენტარი შოტლანდიურ Daily Record-თან გააკეთა:

"ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, გავალთ თუ არა ჯგუფიდან, მაგრამ ცდას არ დავაკლებთ. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბის, "ლივერპულის" ძლევით ბედნიერები ვართ, თუმცა ეს უკვე წარსულია.

ახლა "რეინჯერსთან" შეხვედრაზე გვმართებს სრულად კონცენტრაცია. ისინი მასპინძლები არიან და რთული თამაში გველის. კარგად ვიცით, როგორი მხარდაჭერა ექნებათ და ჩვენ წნეხის ქვეშ მოსაქცევად ყველაფერს გააკეთებენ. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვართ და გამარჯვების იმედი გვაქვს".

შეგახსენებთ, მატჩი
14 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროს!გაიხარე და ჩვენც გაგვახარე!
მერაბი
19:03 12-09-2022
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში გაიხარე
კაკაო
21:52 12-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული