რატომ არ ათამაშებს სპალეტი კვარაცხელიას ბოლომდე? - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

AutoSharing Option
ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ განმარტა, თუ რატომ ცვლის მეორე ტაიმში ყოველთვის "ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას.

"სპალეტი შესანიშნავი მწვრთნელია, მაგრამ ვიღაცა მუდმივად ცდილობს მისი ავტორიტეტის შელახვას და უნდა, სხვებსაც დააჯეროს, რომ გუნდისთვის საზიანოდ მოქმედებს. ლუჩანო მართალია, ის ბრაზდება მაშინ, როდესაც ლაპარაკობენ, თითქოს ფეხბურთელებთან ცუდი ურთიერთობა აქვს.

თუ ყურადღებას მიაქცევდით, კვარაცხელია არასდროს თამაშობს ბოლომდე: მას 65-ე წუთის შემდეგ ცვლის და უფრთხილდება, როგორც ძვირფას ფეხბურთელს. მიზეზი? სპალეტი სტრესული ტრავმებისგან იცავს, რადგან ახალ ქვეყანაშია, იქამდე დაბალი დონის ჩემპიონატში თამაშობდა, ასეთ დროს კი გადაღლისგან
კუნთის დაზიანება სავსებით შესაძლებელია. იცის რა, ეს რამდენად მნიშვნელოვანია, სპალეტი უფრთხილდება, რამეთუ შორს იხედება", - თქვა კარიელომ Campania Sport-თან.

მკითხველის კომენტარები / 26 /
სპალეტი უმაღლესი დონის მწვრთნელია! ხვიჩას გაუმართლა, რომ ლუჩანოსთან მოხვდა, ხოლო ლუჩანოს ძალიან გაუმართლა, რომ ხვიჩასნაირი ფეხბურთელი ყავს გუნდში! რამდენიმე თამაშში ყველა ვნახავთ ხვიჩას და ნაპოლის თამაშის უმაღლეს დონეს.
ვაჟა მასწავლებელი
12 სექტემბერი 2022 22:17
2
ყველა თამაშს ათამაშებს და 60 65 წუთს,
რა არ მოგწონთ?
ხვიჩა თამაშს აკეთებს უპირატესობას ქმნის და მერე ისვენებს.
ოსიმენს კუნთის ტრამვის რეციდივი რომ აქვს ხშირად რის ბრალია?
ხვიჩას უფრთხილდება სპალეტი და უნდა
გვიხაროდეს.
თენგო
13 სექტემბერი 2022 07:44
0
შეუსვენებლად თამაშობენ და ყოველ სამ დღეში თამაში აქვს. როდის იყო ასეთ ტემპს მიჩვეული კვარა, ძალიან კარგია რომ 60 წუთის მეტს არ ათამაშებს.
სანაკრებოები მოდის და ახლა რომ მაგან ტრავმა მიიღოს, საქართველოში გლოვას გამოაცხადებენ, რა გაუძლებს მერე აქაურობას.
იმედია ყველაფერი კარგად ექნება ბიჭს, ჯანმრთელობის მხრივ
!!
12 სექტემბერი 2022 21:57
2
მგონი სწორად იქცევა..თან ჩვენ ბიჭს 65წუთიც ყოფნის მაგრად სათამაშოდ.მართალია ჩვენ გვაკლდება სიამოვნება მაგ დროს,მაგრამ ცოტა ხანში მეტს დროსაც მიცემენ და ჩვენც უფრო მეტს ვისიამოვნებთ.
რობი
12 სექტემბერი 2022 22:09
3
3 დღეში ერთხელ თამაში უწევთ,ოსიმენი 3 თვეში ერთი თვე თუ ითამაშებს,ასეა მარჯვნივაც,დიახ უფრთხილდება და ერთი საათი თამაშით გუნდიც სარგებლობს და გულშემატკივარიც თავის დოზა სიამოვნებას იღებს,ამასობაში ხვიჩას ადაპტაცია ჩაივლის მოღონიერდება და გპირდებით 2-3 თვეში ვიწუწუნებთ რა საჭირო იყო ბოლონიასთანაც ან კრემინესთან 90 წუთი რო ათამაშა, დაესვენებინა და ოსიმენს რო ასვენებსო...
მირო
13 სექტემბერი 2022 01:28
0
2-3 თვეში სერთოდ აღარ ითამაშებს იმიტომ რომ 1 თვეში დიდი შესცენება იწყება--მსოფლიოს ჩემპიომატის და მერე ახალი წლების
zura222
13 სექტემბერი 2022 07:57
8
Vetanxnebi...mitumetes xvichas zapxulshi ar dausvenia warmatebebi!!!
L.J .
12 სექტემბერი 2022 21:56
2
სპალეტი სწორად იქცევა. ჯერ ერთი ძლიერი ჩემპიონატის დებიუტანტია კვარაცხელია და მეორე, კარგია თამაშიდან, როცა იმ დროს გადიხარ, როცა ცოტა თამაში კიდევ შეგიძლია და დავარდნაზე რომ ხარ. ვფიქრობ მეორე წრეში ბოლომდე დატვირთავს.
ჟორა
12 სექტემბერი 2022 23:12
1
მაგალითებზე მეტი რა არის იმისი რომ ქართველი ფეხბურთელები არ არინ ფიზიკურად მზად 90 წუცისთვის სათამაშოდ, 3 თამაში ან თუნდაც 2 თამაში კვირაში.

კვარა განსხვავებულია სხვებისგან და ფიზიკურად კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ სანამ ადაპტაციას არ გაივლის სერია ა ში, ჯობია ითამაშოს 60 65 წუთი.

ჩვენ ვხედავთ რომ შეტევის თავი და წამომწყები კვარაა და სპალეტი მაგას იქამდე ხვდება სანამ ჩვენ მაგას გავიფიქრებთ. სად რუბინის კვარა და სად ნაპოლის კვარა? შეადარეთ სურათები და ნახავთ ფიზიკურად კუნთის ხარჯზე როგორი მომატებული აქვს. ცოტაც მოგვიწევს მოთმენა და დარწმუნებული ვარ კვარას თავიდან ბოლომდე თამაშით დავტკბებით ძალიან მალე.
givi___3
12 სექტემბერი 2022 23:59
0
ეს კაცი მოედანზე თავით მუშაობს, რასაც ვერ იტყვი ჩვენი პოლიტიკური გუნდის ვერცერთ მოთამაშეზე !
ალექს
13 სექტემბერი 2022 06:21
3
კომენტარები წავიკითხე და ასეთი ერთსულოვნება არ მინახავს არასდროს, ყველა ერთ აზრზეა. გამიხარდა. ნეტავ სხვა საკითხებზეც ასე იყოს, ქვეყანას ეშველებოდა.
ქეთი
13 სექტემბერი 2022 09:37
0
ძალიანაც კარგი, რომ ბოლომდე არ ათამაშებს... ნაკრებისთვი უკეთესი ფიზიკური კონდიცია აქნება!!!
tngh
13 სექტემბერი 2022 15:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული