Todofichajes: "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ლივერპულის" რადარზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Lestransfers-ი Todofichajes-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს და მასზე ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"წითლები" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ზრუნვას უკვე შეუდგა. იურგენ კლოპი შემტევის დამატებას გეგმავს, გერმანელს კი იდეალურ კანდიდატად "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ესახება. თუ 21 წლის გარემარბი მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი შედეგიანი იქნება, დაინტერესება უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" ესტუმრება. შეხვედრა 23:00 საათზე
დაიწყება.

altმატჩის დღე! კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე და შეტევაში სერიოზული დანაკლისით

altსპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

altხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
მშვენიერ ადგილას არის, ნეაპოლელები აღმერთებენ და არსადაც არ უნდა წავიდეს.
ქიტესა
14 სექტემბერი 2022 22:11
0
არ ჯობია თვითონ დაწეროს ნაპოლის ისტორია? მე მგონი შეუძლია.
ნუკრი
14 სექტემბერი 2022 21:50
0
ლივერპული და პრემიერლიგა საერთოდ არ ჯდება ტექნიკურ ფეხბურთში, არ ეთავსება, თანხვედრაში არ მოდის. უფრო იტალია, ესპანეთი ან გერმანია! ბრაზილიელისთვის, არგენტინელისთვის ან თუნდაც ქართველისთვის პრემიერლიგა მიუღებელია. პრემიერლიგაში ტექნიკური ფეხბურთელი დაიკარგება მცირეხნიანი გაბრწყინების შემდეგ. ვიმეორებ და ეს სტატისტიკაა, რომ ინგლისი არის მხოლოდ ფულის მახე და ვერავინ დამაჯერებს, რომ იტალია და ესპანეთი ჩამორჩენილობა.
ლაშა
14 სექტემბერი 2022 19:04
3
არც რონალდო, რივალდო, მარადონა, ზიდანი, ფიგუ და სხვა მრავალი ფეხბურთელი არ თამაშობდა ინგლისში! არ ერთი ოქროს ბურთის მფლობელი... ქინქლაძე წაიყვანა ვანო გაალმა სინჯებზე ბარსაში, მაგრამ ვერ ივარგა საუთჰემპტონთან გატანილი გოლის ავტორმა.
ლაშა
15 სექტემბერი 2022 01:28
1
ჯორჯ ბესტი? კინქლაძე? დაიკრაგნენ?
aleko
14 სექტემბერი 2022 21:10
1
ჩვენ როგორც გვინდა ხშირად ისე არ ხდება და ჩვენ როგორც ვფიქრობთ ხან არც ისეა სიმართლე. თუ კლოპს ამ შეხვედრაშიც თავს მოაწონებს ალბათ სეზონის დამთავრებისთანავე ლივერი წაიყვანს ხვიჩას. მე თუ მკითხავთ 2 სეზონის შემდეგ ნაპოლიდა რეალში მინდა ხვიჩა ვნახო.
G.LA.
14 სექტემბერი 2022 19:03
0
რაც დააკვირდა ნეაპოლში არ ეყო? გავსკდი სიცილით
ვანჩოპე
14 სექტემბერი 2022 18:31
0
დააკვირდეს დააკვირდეს ენფილდზეც კარგად
დავით
14 სექტემბერი 2022 18:12
0
მთავარია კვარამ ტემპი არ დააგდოს და შემდეგი გაჩერება სადაც არის ყველამ ვიცით
მამუკა
14 სექტემბერი 2022 17:45
0
პირველ რიგში იმიტომ აკვირდება, რომ რევანში აქვს ასაღები. მერე რა თქმა უნდა მომავლის გეგმებიც ექნება.
ჰაჰა
14 სექტემბერი 2022 17:11
0
სუმოზე რატო აღარ წრრთ აღარაფერს. ბარემ კვარაცხელია.გე დაარქვით ამ საიტს
ლაშა
14 სექტემბერი 2022 16:11
23
რა დროს ლივერპულია, რა ყველაფერს თარგმნით. ჯერ მშვენიერ ადგილზეა ჩვენი ბრილიანტი. გოუმარჯოს ქართველებს
ლევანი
14 სექტემბერი 2022 16:10
1

სიახლეები პოპულარული