Todofichajes: "ლივერპული" ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ლივერპულის" რადარზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა Lestransfers-ი Todofichajes-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იურგენ კლოპს შეტევის გაძლიერება სურს და მასზე ქართველმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

"წითლები" მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ზრუნვას უკვე შეუდგა. იურგენ კლოპი შემტევის დამატებას გეგმავს, გერმანელს კი იდეალურ კანდიდატად "ნაპოლის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ესახება. თუ 21 წლის გარემარბი მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი შედეგიანი იქნება, დაინტერესება უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" დღეს ჩემპიონთა ლიგაზე "რეინჯერსს" ესტუმრება. შეხვედრა 23:00 საათზე
დაიწყება.

altმატჩის დღე! კვარაცხელიას "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგაზე და შეტევაში სერიოზული დანაკლისით

altსპალეტი: "რეინჯერსთან" "კვარას" დაცვაშიც თავგანწირვა მართებს

altხვიჩა გლაზგოშია - ვან ბრონხორსტმა მას განსაკუთრებული უწოდა

მკითხველის კომენტარები / 15 /
მშვენიერ ადგილას არის, ნეაპოლელები აღმერთებენ და არსადაც არ უნდა წავიდეს.
ქიტესა
22:11 14-09-2022
0
არ ჯობია თვითონ დაწეროს ნაპოლის ისტორია? მე მგონი შეუძლია.
ნუკრი
21:50 14-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული