"კვარა" ან "კვარადონა, მაგიური შემტევი - ESPN-ი ხვიჩას შესახებ წერს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია მუდმივად იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია, ამჯერად მის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემა ESPN-ი წერს.

ჟურნალისტი კირსტენ შლევიტცი "ნაპოლის" ვრცელ სტატიას უძღვნის, "პარტენოპეის" წარმატებული დასაწყისის ერთ-ერთ შემოქმედად კი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.

"ნაპოლი" სკუდეტოს მოსაპოვებლად უკვე დიდი ხანია იბრძვის, თითქოს აქამდე სტიმული, სტაბილურობა აკლდათ, რადგან აპრილის თვეში გუნდს მუდმივად ვარდნა ეწყებოდა, გასულ სეზონში "ლურჯები" "ფიორენტინასთან" 2:3 დამარცხდნენ, ეს მარცხი ისეთივე მტკივნეული იყო, როგორც 2018 წელს "იადონებთან" 0:3 მარცხი, ამ გამარჯვების წყალობით "ნაპოლი" "იუვენტუსს" ასწრებდნენ, თუმცა ეს ვერ
შეძლეს. 

აშკარა იყო, რომ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, გუნდს ახალი სისხლი ესაჭიროებოდა, ასევე ხარისხიანი მოთამაშეები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე თავს გამოიჩენდნენ, "ნაპოლი" ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მერვედფინალისტი მხოლოდ 3-ჯერ გახდა, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა კი ვერცერთხელ შეძლო, ზაფხულში გულშემატკივრები გულის ტკივილით უყურებდნენ თუ როგორ ალაგებდნენ ნივთებს ლორენცო ინსინიე, ფაბიან რუიზი, კალიდუ კულიბალი და დრის მერტენსი, აურელიო დე ლაურენტისმა მოთამაშეები ვერ დაარწმუნა, რომ კლუბში დარჩენილიყვნენ.

მაურიციო სარის ეპოქის ბოლო შტრიხები საბოლოოდ გაქრა, მისი ეპოქის ყველა გამორჩეული ფეხბურთელი წავიდა, მათ ნაცვლად კი მოვიდნენ მოთამაშეები, რომელთა სახელები და გვარები აქამდე არც კი გაგვიგონია: ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯაე, ტანგი ნდომბელე, ასევე ფეხბურთელები საშუალოზე დაბალი დონის იტალიური კლუბებიდან, ლეო ოსტიგარი, ჯოვანი სიმეონე, ჯაკომო რასპადორი, იმედები არც ისე მაღალი იყო, თუმცა შესაძლოა ამ შენაძენებმა "ნაპოლის" ტრიუმფს სათავე დაუდო.

სეზონის დამაჯერებელ დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელიას როლი უდიდესია, ქართველი ასევე ცნობილია როგორც "კვარა" მისი ჯადოსნური თამაშის გამო კი "კვარადონასაც" უწოდებენ. ნეაპოლელ ქომაგებს ხვიჩა მარადონას ახსენებს. არგენტინელი, რომელმაც კლუბის 30 წლიანი უტიტულო სერია დაასრულა და ქალაქს 2 სკუდეტო მოუტანა. უნდა აღინიშნოს, რომ დიეგოს პირველ მატჩებში უჭირდა და საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებდა, განსხვავებით ხვიჩასგან, ქართველი გარემარბი უკვე მეშვიდე თამაშია მოედანზე ცეცხლს ანთებს და მის შეჩერებას ვერავინ ახერხებს, 425 წუთში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, კვარაცხელიას თამაშით თვით "ლივერპულის" ქომაგებიც კი მოიხიბლნენ, რომლებიც მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს პატივს იშვიათად სცემენ.

"ნაპოლი" არის კლუბი, სადაც გულშემატკივრები მოთამაშეებისგან ერთგულებას მოითხოვენ, "მონცასთან" კი გატანილი გოლის შემდეგ ხვიჩამ გუნდის გერბს აკოცა, ის ჯერ მარადონას ტახტის ქვემოთაა, თუმცა "კვარა" ჯერ მხოლოდ იწყებს" -წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მომდევნო მატჩს "მილანის" წინააღმდეგ 18 სექტემბერს გამართავს, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

altჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

altკვარაცხელია "სან სიროზე" პირველ ეტაპს დახურავს და საქართველოში გამოემგზავრება





მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ქაჯ-გოიმურ სახელებს ყველა შეეშვას, არც კვარადონა და არც რაიმე კიდევ ქაჯობა, ხვიჩაა კვარაცხელია, ზედმეტსახელით საქართველოშივე კ ვ ა რ ა , ხოდა ესე მიმართონ ყველამ მსოფლიოში, შეეშვას ყველა გოიმურ ქაჯობებს....
???????????????
22:41 17-09-2022
2
ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი დედამიწაზე, რა პელე, რა მარადონა, რა რონალდო... კვარა ფოევერ
ლუარსაბი
00:37 18-09-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული