"სპალეტიმ ხვიჩას კარგი გაკვეთილი ჩაუტარა" - "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი კვარას აკრიტიკებს

AutoSharing Option
იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა და "პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ Marte Sport Show-ს ეთერში "ნაპოლი", მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც გააკრიტიკა

ფედელეს თქმით, ლუჩანო სპალეტიმ ქართველს კარგი გაკვეთილი ჩაუტარა.

ნეაპოლელებს "სან სიროზე" ნამდვილად დიდი გამოცდა ელის, ვნახოთ შეწყდება თუ არა "ლურჯების" კარგი სვლა, პირადად მე ვერ ვხედავ დიდ სხვაობას გასული წლების "ნაპოლისა" და სპალეტის გუნდს შორის, შარშან ამ დროს მათ 8 თამაში ჰქონდათ მოგებული, წელს კი 2 ფრე ითამაშეს და ერთ შემთხვევაში ბოლო წუთებზე გაჭირვებით გაიმარჯვეს. სპალეტის გუნდები ყოველთვის კარგად იწყებენ
შემდეგ კი ჩერდებიან.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ლუჩანომ ნამდვილად კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, ქართველი ბოლო მატჩში 4 ქულით შევაფასე, მისი ტალანტი ეჭვებს არ იწვევს, მაგრამ უნდა გაიგოს, რომ ითამაშოს გუნდურად და არა მარტო, ხშირ შემთხვევაში საგოლე პასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შორეული დარტყმა, ხვიჩამ ასეთი რაღაცები უნდა გაითავისოს, თუ უნდა, რომ საუკეთესო გახდეს" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "მილანის" დაპირისპირება კვირას, 18 სექტემბერს 22:45 საათზე გაიმართება.

alt"კვარა" ან "კვარადონა, მაგიური შემტევი - ESPN-ი ხვიჩას შესახებ წერს

altჩირო ფერარა: კვარაცხელია? მარადონას საერთოდ არ ჰგავს და არც "კვარადონაა"

მკითხველის კომენტარები / 17 /
კრიტიკაც უნდა მიიღოს, სასუოლოსთან პასი რომ გაეკეტებინა და არ დაერტყა გოლი იქნებოდა
გია
18 სექტემბერი 2022 15:12
1
სპეზიასთან ბოდიშით
გია
18 სექტემბერი 2022 17:09
0
სასუოლოს ჯერ არ შეხვედრია და შენ როგორ ნახე.ბებია რომ ბაბუა ყოფილიყო ბაბუა იქნებოდა
დავით 67
18 სექტემბერი 2022 16:35
1
კაკულიამ არ თქვა მარტო არაფერი ჯერ.
G.LA
17 სექტემბერი 2022 23:06
2
ეგ ჯერ არ იტყვის 10 წლის მერე გამოაქვეყნენს რამოხდება ხვიჩას თავს და დაურთავს ეს ჯერ კიდევ 10 წლის წინ დავწერეო.DDDDD
ტტტ
18 სექტემბერი 2022 00:02
2
თქვა უკვე 8 წლის წინ ქართულ სპორტზე და გამგები გაიგებს https://youtu.be/9ETaNerqxA4 26 წუთიდან
მე
18 სექტემბერი 2022 03:46
0
Arada ra daixvies- spaletim Marto ist tqva chveni warmateba gunduria da Marto kvara ki Ara gundi igebso da vetanxmebi magashi- Napoli matarebels gavs ise awyobili meqanizmia dzlieri dacvit da musha naxevardacvit. Lobotka angisa da zelenski magra mushaoben shashi,mokled kvara karg adgilzea da am matrakvecebs ra undat Ver vxvdebi- ar gaukritikebia spaletis kvara- ubralod tqva erti kacis gundi ar gegonoto( ise kvaras gareshe magra gauchirdebat,cota fantaziis nakleboba ashkaraa sxvebshi) tu kvara tamashs gamotovebs mashin marcxniv elmasi an losano dadgeba da svarka gaxdeba napoli
Levani
18 სექტემბერი 2022 01:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული