დებიუტიც ასეთი უნდა - ზურიკომ საფრანგეთში გამარჯვების გოლი გაიტანა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის წარმატებული დებიუტი შედგა - მისმა ახალმა გუნდმა „ბორდომ“ მეცხრე ტურში სახლში 2:1 სძლია „დიჟონს“.

"ბორდოს" მწვრთნელმა დავიდ გიომმა გუშინ თქვა, რომ ქართველის დიდი იმედი აქვთ და დავითაშვილმა გაგვახარა. ის ძალიან აქტიური იყო და 87-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჟირონდული გუნდი ამ მომენტისთვის 17 ქულით ლიდერია და 3 ოქტომბერს სტუმრად „ლავალს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ ატლანტიკი“
ბორდო - დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 მაია (8, პენ), 1:1 ლე ბიჰანი (71), 2:1 დავითაშვილი (87)

მკითხველის კომენტარები / 54 /
მთელ თამაშს ვერ ვუყურე,მაგრამ,რასაც ვუყურე,მთელი თამაში აქტიური იყო და ორივე ფლანგზე მოქმედებდა.სამჯერ დაემუქრა კარს.პირველად ერთი შეხებით დაარტყა ჰაერიდან.პირდაპოირ ძელის ძირში მიდიოდა,მაგრამ მცველებმა არ გაატარეს ბოლომდე.მერე ძალიან მაღალი ბურთი,ნახტომში თავით გადაგზავნა კარისკენ,მაგრამ არაზუსტად,მაღლა წაუვიდა.მესამედ კი ეს გოლი გაიტანა და მართლაც ძალიან კარგი გოლია.კიდევ ერთხელ,პარტნიორმა უკეთეს მდგომარეობაში მყოფს პასი არ მისცა და თვითონ დაარტყა.მართალია სახიფათოდ,მაგრამ ზურიკოს უფრო მცირე კუთხე ჰქონდა,დასარტყმელად.ვულოცავ მშვენიერ დებიუტს.მგონი მაყურებლის გული,უკვე მოგებული აქვს.ტექნიკით,არავის უდებს ტოლს.მგონი გუნდის ლიდერიც გახდება,მალე.მთავარია ენა ისწავლოს,ურთიერთობისათვის.სანაკრებოდ მეშინოდა,ფორმა ექნება მეთქი,დაკარგული და სულ ტყუილად.
სოსო
17 სექტემბერი 2022 23:17
1
ყოჩაღ ზუკა
.
17 სექტემბერი 2022 23:09
0
შენ შემოგევლეეეეეე
კაპიტან გარდენბურგი
17 სექტემბერი 2022 22:53
0
ზურიკო მაგარია ბათუმში აშკარად მოუმატა უბრალოდ თავის აწევა და მოედნის ხედვაზე აქ სამუშაო
ზვიადი
17 სექტემბერი 2022 22:43
0
ზურიკოოოოოო გენაცვალე შეეენ რა მამის შვილი ხარ აბა რაა სხვაგვარად ვერც იქნება ეგ,მიდი მიდი მიაწექი ულევი წარმატება შეენ!
გეგი
17 სექტემბერი 2022 22:32
0
Qartveli jiuli
Qomagi
17 სექტემბერი 2022 22:32
0
Axali ludovik jiuli
Zesta
17 სექტემბერი 2022 22:31
0
ვა რა მაგარია, წარმატებები ზურიკო!
გიონატ
17 სექტემბერი 2022 22:18
0
ზურიკო, გილოცავ წარმატებულ დასაწყისს! მოუმატე და მოუმატე!
გიორგი
17 სექტემბერი 2022 21:50
0
ვერ ვივიწყებ როგორ აღნიშნა გოლი მშობლიური დინამო თბილისის წინააღმდეგ…მადლიერების გრძნობა ამშვენებს ადამიანს.
Caruzo9
17 სექტემბერი 2022 21:17
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული