გაგნიძე რუსეთიდან ვეღარ წავა - ლუკამ "დინამოსთან" შეთანხმება გააფორმა

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" გენერალური დირექტორის პაველ პივოვაროვის თქმით, გუნდის ქართველი ლეგიონერი ლუკა გაგნიძე კლუბს არ დატოვებს.

როგორც მან განმარტა, ჩვენებურმა რუსულ გუნდთან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, ის ფიფას მიერ მოცემულ შესაძლებლობას არ გამოიყენებს და "დინამოდან" არ წავა.

პივოვაროვმა კითხვაზე, საქართველოში უკმაყოფილონი არიან, რომ გაგნიძე რუსეთში თამაშობსო მიუგო, რომ ლუკას მათთან არ დაუჩივლია და სფფ-ის მაგივრად პასუხს ვერ გასცემს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ U21-ის მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ თქვა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს, რასაც ვეტერანი ქართველი თავდამსხმელი
ზაზა ჯანაშია არ დაეთანხმა.

alt"ხომ არ გაგიჟდა?!" - ჯანაშიამ რამაზ სვანაძის განცხადებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა

alt"საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი რუსეთში არ უნდა თამაშობდეს" - U21 ნაკრების მთავარი მწვრთნელი

მკითხველის კომენტარები / 60 /
ბიჭო რა გჭირთ, ფეხბურთის დედაც და ყველაფრისაც, როცა ახალგაზრდა ბიჭები ეწირებიან და სისხლს ღვრიან ქვეყნისთვის ამორალობაა რუსულ კლუბში თამაში, იმ ქვეყანაში სადაც ყველა შენი თანაგუნდელი უკრაინაში ქალების გაუპატიურებას და ბავშვების მკვლელობას გულშემატკივრობს, რა მიღწევებზე და კარიერაზეა ამის მერე ლაპარაკი, თანაც თავისი ნიჭიდან გამომდინარე ნებისმიერ ქვეყანაში შეეძლო წარმატების მიღწევა რუსეთის გარეშეც, ზაზა ჯანაშიას განცხადება არის სირცხვილი და ქვეყნის შეურაცხყოფა...
ვენეციის კომისია
18:52 18-09-2022
14
ჯანაშიას ევროპაში რომ ეთამაშა უფრო დიდ ფეხბურთს ითამაშებდა,თუ მაგდენს ვერ ხვდება უტვინო ყოფილა.უეფას ეგ კანონი რომ გაეცა ხვჩა რუბინში ჩარჩებოდა კაი ხნით
უცნობი
17:02 18-09-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული