სიტყვიერი დაპირისპირება ხვიჩასა და კრუნიჩს შორის, ქართველი იტალიის დაპყრობას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდებმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხეს. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.

სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე
კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ჟირუმ კაი ბადრიევიჩ მე მეცი პატივი და მაჩუქე ეს კაციო
რაბუ
09:59 19-09-2022
1
ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ.დაალეწეს ფეხები. ასეთი სიუხეშის ფონზე საკმაოდ კარგად ითამაშა. მის წინააღმდეგ ვინც იყო იმ მცველების შეცვლა მოუხდათ, რადგან ყვითელი მიაღებინა. ვინც შემოუშვეს იმათ მაგივრად, იმასთან პენალი მოიპოვა. მოკლედ თავის შედეგს დებს და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ყველა თამაშზე.
კრიტიკოსებმა იყეფონ რამდენიც უნდათ, თუმცა ეგეც საჭიროა რაღაც პონტში:)
როგორც კი ეგრევე ფეხებში არ უვარდებიან დაფრინავს, როგორც კი ეუხეშებიან ცოტას ფრთხილობს. ეგ ლოგიკურიცაა.
ისე მეშინოდა ამ სანაკრებო თამაშის წინ ტრავმა არ მიეღო.
დააკვირდით ყოველი ბურთის მიღებისას როგორ აქცევდნენ.
Spain
01:46 19-09-2022
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული