სიტყვიერი დაპირისპირება ხვიჩასა და კრუნიჩს შორის, ქართველი იტალიის დაპყრობას განაგრძობს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლი" "მილანს" ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

52-ე წუთზე ხვიჩას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც მატეო პოლიტანომ გოლად აქცია. მანამ, სანამ მატჩის მთავარი არბიტრი VAR-ზე ეპიზოდს გადაამოწმებდა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ხვიჩასა და რადე კრუნიჩს შორის პატარა სიტყვიერი შეკამათება მოხდა, გუნდებმა კი ფეხბურთელების დაშოშმინება მალევე მოახერხეს. გამოსარჩევია ზამბო ანგისასა და ოლივიე ჟირუს კარგი საქციელი, როდესაც უმალ მივიდნენ და სიტუაციის ჩაცხრომისკენ მოუწოდეს თანაგუნდელებს.

სანაკრებო პაუზის წინ "ნაპოლი" სერია A-ს 17 ქულით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 1-ელ ოქტომბერს, "ტორინოსთან" გამართავს. მანამდე
კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე გადაერთვება და 23 (ჩრდ. მაკედონიასთან) და 26 (გიბრალტართან) სექტემბერს 2 მატჩს გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეგ პოლიტანო მეც არ მევასება ისე იქცევა თითქოს ის იყოს პირველი მოედანზე, არადა კვარას ტუიკამდეც ვერ წვდება, პენალტს კი საერთოდ გამართლებაზე არტყამს. დროა ხვიჩამ აიღოს ვთავის თავზე პენალთის დარტყმა. ისე რა იქნებოდა , ქართველის პირველი გაკეთებული პენალტი და გოლი სან-სიროზე ჰა,ჰა.
მალხაზ ჯობავა
19 სექტემბერი 2022 17:40
4
ჟირუ ჯიგარი ყოფილა! მისი მოქმედება ასე იშიფრება: - გაანებე ამ ქაჯებს თავი, თავისი გაჭირვებაც ეყოფათო!
არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ მილანელები ცოტა ქედმაღლურად იქცეოდნენ მოედანზე და როცა უჭირდათ ეგრევე უხეშობდნენ, მსაჯმაც - მათი ავტორიტეტიდან გამომდინარე - ბევრჯერ "დახუჭა თვალი" მათ დარღვევებზე. ცოტა დაიცადეთ და "კვარა გასწავლით ჭკვას"!
ვაჟა მასწავლებელი
19 სექტემბერი 2022 14:57
2
ხვიჩა ნაპოლის "ჯოკერია"მაგრამ ამ სოფლურ ვარცხნილობას რატომ ატარებს.შეყვარებული ვერ ეტყვის რომ ძაან გოიმურია.მითუმეტეს იტალია სტილისტების ქვეყანაა.
ჩემი აზრით
19 სექტემბერი 2022 14:56
18
დავჩიჩე შენი აზრი
მალხაზ ჯობავა
19 სექტემბერი 2022 17:30
1
ოხ მაყვალა მამიდა, მაყვალა მამიდა რა ენა გაქვთ ვინც არ გიცნობთ?! თქვენ ჩაქრით.
იბერია
19 სექტემბერი 2022 16:58
1
ყველა ინტრიგანზე პასუხი გაცემულია, კვარამ ნაპოლის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. სუპერ თამაში ქონდა, მთლად აურ დაურია პიოლის გეგმები იმ ორი აკიდებული ბარათით კიაერსა და კალაბრიაზე)) ამ კარგი თამაშით და ნაპოლის გამარჯვებით ყველაზე მეტად ატკინა-კრუნიჩებს და მისნაირებს და გაახარა მისი და ნაპოლის გულშემატკივრების გულები. ისე კი ჩაუკაკუნებენ კრუნიჩს როგორც საჭიროა, არც მაგის ხალხი აკლია ნაპოლის და კვარას))
ირაკლი
19 სექტემბერი 2022 14:32
0
მოდი აქაააა! კრუნიჩიიი!:)))
რატი
19 სექტემბერი 2022 10:54
0
ჟირუმ კაი ბადრიევიჩ მე მეცი პატივი და მაჩუქე ეს კაციო
რაბუ
19 სექტემბერი 2022 09:59
1
პროდუქტიულია ყველა თამაშში შედეგს დებს
imereli
19 სექტემბერი 2022 02:16
0
ეს იყო ზუსტად? მე რამდენჯერმე ვუყურე ვიდეოს რომ გამერკვია ვინ გაეჭიმა მაგრამ ვერ გავარკვიე. მოსალოდნელი კი იყო რომ ეს ტილიანი პროვოკატორი ბალკანელი კრუნიჩი იქნებოდა მაგრამ ვიდეოში საიდანღაც გვერდიდან მოდის და მაგას არავინ იჭერს, არ არის ეპიცენტრში საერთოდ . შუაში დგანან ტომორი და მარიო რუი, მარიო თითქოს იხრჩობა ან ვიღაცა ახრჩობს. ვერ გაიგებ რა ხდება ვის რა უნდა არ ჩანს
.
19 სექტემბერი 2022 01:54
5
ტონალი (8) და კრუნიჩი(33) მივარდნენ თავიდან რომ იწვა მოედანზე და მაგათმა დაიწყეს
zura222
19 სექტემბერი 2022 16:40
0
მარიო რუი რაღაც კაი ტიპი ჩანს და ძალიან მევასება იმ მაიმუნმა ხვიჩას საშინლად ჩაარტყა ფეხი უკან ისე რომ თითქმის შეუმჩნევლად. ხვიჩა რომ მოვლენაა და მილანის მცველები გააპარტახა ეს ყველამ დაინახა. მგონი პოლიტანოს მეტ პენალს აღარ დაარტყმევინებენ, საშინლად დაარტყა და შემთხვევით გაიტანა, ისე მაგარი მარიაჟა ტიპია უფრო ვიდრე საქმის გამკეთებელი. ღმერთი ფარავდეს ჩვენ ხვიჩას
gio
19 სექტემბერი 2022 11:07
0
ყველა გამოხმაურება
ჟირუ რა მაგარი კაცია,როგორ ჯიგრულად გაიყვანა კვარა იქეთ :)
I
19 სექტემბერი 2022 01:47
0
ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ.დაალეწეს ფეხები. ასეთი სიუხეშის ფონზე საკმაოდ კარგად ითამაშა. მის წინააღმდეგ ვინც იყო იმ მცველების შეცვლა მოუხდათ, რადგან ყვითელი მიაღებინა. ვინც შემოუშვეს იმათ მაგივრად, იმასთან პენალი მოიპოვა. მოკლედ თავის შედეგს დებს და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ყველა თამაშზე.
კრიტიკოსებმა იყეფონ რამდენიც უნდათ, თუმცა ეგეც საჭიროა რაღაც პონტში:)
როგორც კი ეგრევე ფეხებში არ უვარდებიან დაფრინავს, როგორც კი ეუხეშებიან ცოტას ფრთხილობს. ეგ ლოგიკურიცაა.
ისე მეშინოდა ამ სანაკრებო თამაშის წინ ტრავმა არ მიეღო.
დააკვირდით ყოველი ბურთის მიღებისას როგორ აქცევდნენ.
Spain
19 სექტემბერი 2022 01:46
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული