![](https://sportall.ge/pictures/image5/503d1b793b56b7170a7316ac8471b82d.jpg)
ანკარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა „სივასპორი“. ბერიძემ ანგარიში მეორე წუთზე გახსნა და 79-ე წუთზე შეცვალეს. გიორგის მეორე გოლშიც მიუძღვის წვლილი - მის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ალი სოუმ ბურთი ცარიელ კარში შეაგდო. ქართველის ანგარიშზე 6 მატჩში 3 გოლია.
„ანკარაგიუჯიუს“ 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული, 4 ქულით მე-16 ადგილზეა და 1-ელ ოქტომბერს „ისტანბულს“ უმასპინძლებს.